Thumbnail

'არ მიყვარს სიყალბე' - დიეგო სიმეონე იურგენ კლოპისთვის ხელის ჩამორთმევაზე

  • ატლეტიკო და ლივერპული ჩემპიონთა ლიგაში ერთმანეთს ისევ ხვდებიან 
  • არგენტინელი გერმანელისთვის ხელის ჩამორთევას არც ენფილდზე აპირებს 

მადრიდის ატლეტიკოს მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ განაცხადა, რომ თავის კოლეგას - ლივერპულის თავკაც იურგენ კლოპს, ჩემპიონთა ლიგაში გასამართი მატჩის შემდეგაც ხელს არ ჩამოართმევს.

B ჯგუფის მე-4 ტურის შეხვედრა ლივერპულსა და ატლეტიკოს შორის "ენფილდზე" 3 ნოემბერს ჩატარდება. 

შეგახსენებთ, რომ წინა ტურის დაპირისპირების შემდეგ, რომელიც მადრიდში გაიმართა და "მერსისაიდელების" გამარჯვებით, ანგარიშით 3:2 დასრულდა, დიეგო სიმეონემ იურგენ კლოპს ხელი არ ჩამოართვა. ამის გამო არგენტინელი სპეციალისტი ბევრმა გააკრიტიკა.

როგორც ირკვევა, დიეგო სიმეონე კლოპისთვის ხელის ჩამორთმევას არც ამჯერად აპირებს: 

"ჩემს საქციელზე პირველი თამაშის შემდეგ უკვე ვილაპარაკე. არ მომწონს მატჩის შემდეგ ხელის ჩამორთმევის წესი, რადგან ამ დროს მხარეები განსხვავებულ ემოციურ მდგომარეობაში იმყოფებიან. ვიცი, რომ დიდ ბრიტანეთში ასეთი წესი აქვთ, მაგრამ მე მას არ ვიზიარებ - არ მიყვარს სიყალბე და ვიქცევი იმის მიხედვით, რასაც ვგრძნობ. 

კლოპს, როგორც ადამიანს, არცთუ ძალიან კარგად ვიცნობ, მაგრამ ვიცი, რომ ის ბრწყინვალე მწვრთნელია, რომელიც თავის საქმეს ყველგან კარგად ასრულებდა".

ლივერპულთან საშინაო მატჩისგან ჩოლო იმედგაცრუებული დარჩა 

ჩემპიონთა ლიგის B ჯგუფს 3 ტურის შემდეგ 9 ქულით ლივერპული ლიდერობს. 4-4 ქულა აქვთ მადრიდის ატლეტიკოსა და პორტუს, ხოლო მილანი, რომელიც უქულოდაა, ბოლო ადგილზეა. 

კომენტარები

ბოლო ამბები