Thumbnail
  • 📅 3 ნოემბერი | 🏟 ენფილდი | ⌚ 23:55 | ⚽ ლივერპული V ატლეტიკო
  • დიეგო სიმეონეს გუნდს 3 ქულა სჭირდება
  • ლივერპულს პლეი ოფამდე გამარჯვება აშორებს
  • ყველაფერი, რაც ამ მატჩის შესახებ უნდა იცოდეთ

მადრიდში ლივერპულმა მოიგო, რა მოხდება 'ენფილდზე'?

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურის ოთხშაბათის მატჩებიდან ყველაზე დიდ ინტერესს იურგენ კლოპისა და დიეგო სიმეონეს გუნდების დაპირისპირება იწვევს - ისე, როგორც წინა ტურში, როცა მერსისაიდელებმა სტუმრად 3:2 მოიგეს. ლივერპული მერვედფინალის საგზურის განაღდებასთან ერთ ნაბიჯშია, ატლეტიკოს კი საქმე გაურთულდა.

ლივერპული ჩემპიონთა ლიგაზე უდანაკარგოდ ასპარეზობს. კლოპის გუნდმა სამივე თამაში მოიგო, ჯგუფს 9 ქულით ლიდერობს და პლეი ოფამდე ერთი მოგება აშორებს. ატლეტიკოს 3 ტურის შემდეგ 4 ქულა აქვს (0:0 პორტუსთან, გამარჯვება 2:1 მილანთან და მარცხი 2:3 ლივერპულთან) და მე-2 ადგილზეა, თუმცა ასევე 4 ქულა აქვს პორტუს, რომელიც "სან სიროზე" მილანს დაუპირისპირდება. ესპანელებს ქულების დაკარგვის უფლება არ აქვთ და თუ სურთ, რომ საქმე კიდევ უფრო მეტად არ გაირთულონ, "ენფილდზე" 3 ქულისთვის უნდა ითამაშონ.

ამ გუნდებს შორის "ვანდა მეტროპოლიტანოზე" გამართული შეხვედრა დაძაბული და საინტერესო აღმოჩნდა. "მერსისაიდელებმა" სალაჰის თერთმეტმეტრიანით მადრიდელები 3:2 დაამარცხეს და მნიშვნელოვანი 3 ქულა აიღეს. ატლეტიკოს მხრიდან გამორჩეული იყო ანტუან გრიზმანი, რომელმაც ალისონს 2 გოლი გაუტანა, თუმცა მეორე ტაიმის სტარტზე წითელი ბარათი მიიღო, რის გამოც დღეს  ვერ ითამაშებს.

კლოპის გუნდი ძალიან კარგ ფორმაშია. მიუხედავად პრემიერლიგაში ბოლო ტურში ბრაიტონთან დაკარგული ქულებისა (2:2), ლივერპული სტაბილურად გამოიყურება და მისი დამარცხება რთული საქმეა. ატლეტიკო კი არასტაბილურია - მადრიდელებმა ბოლო 5 შეხვედრაში, მხოლოდ 2 შეხვედრის მოგება შეძლეს.

საინტერესო ფაქტები

⚽ ამ გუნდების ბოლო 5 ოფიციალური დაპირისპირებიდან 4-ში 2.5-ზე ნაკლები გოლი გავიდა (90 წუთში).

⚽ ლივერპულმა ოფიციალური მატჩი ბოლოს გასულ სეზონში, ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალის პირველ მატჩში დათმო - რეალთან 1:3.

⚽ იურგენ კლოპის გუნდმა ბოლო 10 მატჩიდან (ყველა ტურნირზე ერთად) 7 მოიგო.

⚽ ატლეტიკომ ბოლო 5 შეხვედრიდან მხოლოდ 2 მოიგო.

⚽ "მერსისაიდელების" ბოლო 10 დაპირისპირებიდან 9-ში 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა.

⚽ ლივერპულმა ბოლო 5 შეხვედრიდან 3-ში კარი მშრალად შეინახა.

⚽ სიმეონეს გუნდის ბოლო 5 მატჩიდან 4-ში 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა.

⚽ ინგლისურმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ბოლო 3 შეხვედრაში მინიმუმ 3 გოლი გაიტანა.

⚽ მადრიდელებმა უკანასკნელი 8 შეხვედრიდან კარის მშრალად შენახვა მხოლოდ 2-ჯერ შეძლეს.

⚽ მოჰამედ სალაჰმა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ყველა მატჩში (3) შეძლო გოლის გატანა.

სავარაუდო შემადგენლობები

ლივერპული (4-3-3): ალისონი - ალექსანდერ-არნოდლი, ვან დაიკი, მატიპი, რობერტსონი - ჩემბერლენი, ჰენდერსონი, ჯონსი - სალაჰი, ჟოტა, მანე.
ტრავმა: ელიოტი, კეიტა, მილნერი, ფაბინიო (?), ალკანტარა (?).

ატლეტიკო (3-4-2-1): ობლაკი - ტრიპიერი, ფელიპე, ხიმენესი - ერმოსო, კარასკო, კოკე, დე პაული - კორეა, ფელიქსი - სუარესი.
ტრავმა: ლემარი, ლორენტე, სავიჩი, გრიზმანი (დისკვალიფიკაცია), კონდოგბია (?). 

კომენტარები

ბოლო ამბები