Thumbnail

შეთანხმებულია: ჯანლუიჯი ბუფონი პარი სენ-ჟერმენთან 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • კლუბსა და ფეხბურთელს შორის კონტრაქტს ხელი უახლოეს დღეებში მოეწერება
  • 40 წლის იტალიელი მეკარე ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად ისევ იბრძოლებს

პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ ჯანლუიჯი ბუფონი, რომელიც 2017/18 წლების სეზონის დასრულების შემდეგ ტურინის იუვენტუსს დაემშვიდობა, კარიერას პარი სენ-ჟერმენში გააგრძელებს. 

როგორც Corriere dello Sport იუწყება, ფრანგულ კლუბსა და 40 წლის იტალიელ მეკარეს შორის შეთანხმება მიღწეულია. ჯიჯი პარიზელებთან 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და სეზონში 8 მილიონ ევროს მიიღებს. კონტრაქტზე ხელმოწერა უახლოეს დღეებში იგეგმება.

საინტერესოა, რომ არც ჯიჯისა და არც პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგაში არ გაუმარჯვიათ, 12 თვის შემდეგ კი ყველაფერი შეიძლება მოხდეს... 

ბუფონმა ბოლო 17 სეზონი იუვენტუსში გაატარა და იტალიის ჩემპიონობა 9-ჯერ მოიპოვა. მანამდე ის პარმას ღირსებას იცავდა.

პარი სენ-ჟერმენში მთავარ მწვრთნელად დორტმუნდის ბორუსიის ყოფილი თავკაცი თომას ტუხელი დაინიშნა.

კომენტარები

ბოლო ამბები