Thumbnail

ევროპის საკლუბო სეზონის დასრულების შემდეგ უეფამ საკლუბო და ასოციაციათა ახალი კოეფიციენტების სია გამოაქვეყნა. 

როგორც მოსალოდნელი იყო, საკლუბო რეიტინგში ზედიზედ მეხუთე სეზონი დაასრულა პირველ ადგილზე მადრიდის რეალმა. ზინედინ ზიდანის გუნდმა ზედიზედ მესამედ მოიგო ჩემპიონთა ლიგა.

აი, მის შემდეგ მოწინავე ხუთეულში დიდი ცვლილებებია - მადრიდის ატლეტიკომ წინ ორი საფეხურით წაიწია და ახლა მეორე ადგილზეა. შეგახსენებთ, რომ დიეგო სიმეონეს გუნდმა ევროპალიგა მოიგო. 

ასე რომ, ამ რეიტინგის ისტორიაში პირველად პირველ-მეორე ადგილებზე ერთი ქალაქის კლუბები არიან (ამ შემთხვევაში, მადრიდის). 

მესამე ადგილზეა მიუნხენის ბაიერნი, რომელმაც ერთი პოზიცია დათმო. ასევე ერთი პოზიციით უკან დაიხია ბარსელონამ და მეოთხეა. ხუთეულს ასრულებს ტურინის იუვენტუსი, რომელიც გასულ სეზონშიც მეხუთე პოზიციაზე იყო.

შარშანდელთან შედარებით ათეულში შესვლა შეძლეს მანჩესტერ სიტიმ და არსენალმა.

უეფას საკლუბო რეიტინგი

1 (1). რეალი - 162.000

2 (4). ატლეტიკო - 140.000

3 (2). ბაიერნი - 135.000

4 (3). ბარსელონა - 132.000

5 (5). იუვენტუსი - 126.000

6 (8). სევილია - 113.000

7 (6). პსჟ - 109.000

8 (12). სიტი - 109.000

9 (11). არსენალი - 100.000

10 (7). დორტმუნდი - 93.000

ქართული კლუბები

218. დინამო - 4.250

314. დილა - 2.750

333. ჩიხურა - 2.000

385. სამტრედია - 1.250

403. ბათუმი - 0.500

404. ტორპედო - 0.500

409. ცხინვალი - 0.250

410. ზესტაფონი - 0.250

412. სიონი - 0.250

საინტერესო ფაქტები

მოწინავე ასეულში ყველაზე მეტი, ინგლისური კლუბია - 13.

მოწინავე ასეულში 12 იტალიური კლუბია, აქედან 5 50-ეულში.

მოწინავე ასეულში 10 ესპანური კლუბია, აქედან 7 50-ეულში (6 ინგლისური).

მოწინავე ასეულში 10 გერმანული კლუბიცაა, ოღონდ 50-ეულში ხუთია.

მოწინავე ასეულში სულ 5 ფრანგული კლუბია, თუმცა აქედან 4 50-ეულშია.

მადრიდული წყვილის (რეალი-ატლეტიკო), მერე მოდის მანჩესტერული წყვილი (სიტი, იუნაიტედი - 8 და 12) და ლონდონური (არსენალი, ჩელსი - 9 და 13).

კომენტარები

ბოლო ამბები