Thumbnail
  • სერხიო რამოსს ტრავმების გამო პსჟ-ში ჯერ არ უთამაშია
  • როგორც ირკვევა, პარიზელები რადიკალურ ნაბიჯზე ფიქრობენ

მას შემდეგ, რაც მადრიდის რეალი დატოვა და პარი სენ-ჟერმენში გადავიდა, სერხიო რამოსის საქმეები სპორტული თვალსაზრისით ცუდად მიდის. ლეგენდარულ მცველს ფრანგულ გრანდში ტრავმების გამო ჯერ ერთი წუთიც არ უთამაშია, ახლა კი მის შესახებ ახალი ცნობები გავრცელდა.

Le Parisien წერს, რომ პსჟ-ში რამოსთან კონტრაქტის გაწყვეტაზე ფიქრობენ. შეგვიძლია, რომ ეს სანდო ინფორმაციად მივიჩნიოთ, რადგან გამოცემა პარიზულ კლუბთან დაახლოებულია და პსჟ-ს შესახებ ექსკლუზიურ ცნობებს ხშირად ავრცელებს.

რამოსს ბოლო ოფიციალური მატჩში რეალში აქვს ჩატარებული. როგორც იცით, მან მადრიდული გრანდი იმის გამო დატოვა, რომ მხოლოდ ერთწლიან კონტრაქტს სთავაზობდნენ და პარიზში გადავიდა, სადაც ჯერ ერთი თამაშიც კი არ ჩაუტარებია. Le Parisien-ის ინფორმაციით, პსჟ-ს ხელმძღვანელები უკვე სერიოზულად ფიქრობენ იმაზე, რომ 35 წლის ესპანელის გადაბირებით შეცდომა დაუშვეს. “როდესაც ამის შესახებ ისეთი გამოცემა წერს, როგორიც Le Parisien-ია, ეს იმას ნიშნავს, რომ ცნობები კლუბიდან მიიღეს და ეს სიმართლეს შეესაბამება,” - განუცხადა ესპანელმა ჟურნალისტმა მიგელ მარტინ ტალავერამ Carrusel Deportivo-ს.

პსჟ-მ რამოსი რეალიდან გადაიბირა

თუკი პარიზულ გრანდში რამოსის ხელშეკრულების შეწყვეტაზე მართლაც ფიქრობენ, ბუნებრივია, რომ ამას ორივე მხარე უნდა დათანხმდეს - ანუ, თვითონ ფეხბურთელმაც უნდა თქვას თანხმობა. თუმცა ეს ნაკლებად მოსალოდნელია, რადგან რამოსს პარი სენ-ჟერმენში ძალიან მაღალი ხელფასი აქვს - იგი წელიწადში მინიმუმ 15 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. გამოდის, რომ მას უკვე ეკუთვნის 4 მილიონი ევრო, მატჩი კი ახალ კლუბში ჯერ არ ჩაუტარებია.

თუკი მხარეები კონტრაქტის გაწყვეტაზე შეთანხმებიან, სერხიო რამოსს სხვა კლუბში გადასვლა უფასოდ შეეძლება, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ სიტუაციაში რომელიმე კლუბმა მისი აყვანა მოისურვოს.

კომენტარები

ბოლო ამბები