Thumbnail

დაძაბული სერიების მოლოდინში! ფუტსალის ლიგაში პლეიოფი იწყება

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ნახევარფინალური წყვილები ცნობილია
  • ტატიშვილი თელასს დაუპირისპირდება, ხოლო კოლხი აგორას

1 ივნისს, საქართველოს ფუტსალის ლიგაში პლეიოფი აიღებს სტარტს. ჩემპიონობისთვის 4 გუნდი იბრძოლებს: ტატიშვილი, თელასი, აგორა და კოლხი-გულრიფში.

ნახევარფინალში თელასი ტატიშვილს დაუპირისპირდება, ხოლო კოლხი აგორას. სერია ორ მოგებამდე გაგრძელდება.

ინტერესს ორივე ნახევარფინალური წყვილი თანაბრად იწვევს, გამოკვეთილ ფავორიტს ვერავინ ასახელებს. თავისი კოზირები ოთხივე გუნდს აქვს, პლეიოფი კი რეგულარულისგან განსხვავდება და როგორ განვითარდება მოვლენები, ამის პროგნოზირება რთულია.

კომენტარები

ბოლო ამბები