Thumbnail

უპრინციპულესი მატჩი - შავი ლომის შემადგენლობა ენისეისთან ცნობილია

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • 📅 30 ოქტომბერი | ⌚ 13:00 | 🏉 ენისეი V შავი ლომი | 📺 რაგბი TV
  • ქართული ფრენჩაიზი ზედიზედ მესამე მოგებისთვის იბრძოლებს

ქართული სარაგბო ფრენჩაიზი 'შავი ლომი' რაგბი ევროპის სუპერთასის მეოთხე ტურში სოჭიში ენისეის დაუპირისპირედება. ისრაელის თელავივ ჰითისა და პენზის ლოკომოტივის დამარცხების შემდეგ, ლევან მაისაშვილის გუნდი რუსეთის 11-გზის ჩემპიონთან მოგებას ეცდება.

შავი ლომისგან განსხვავებით, ენისეიმ 3 მატჩის ჩატარება მოასწრო. რუსულმა კლუბმა ორი მატჩი მოიგო და ერთ შეხვედრაში დამარცხდა. ენისეის 11 ქულა აქვს, შავი ლომი კი ორ ტურში 10 ქულით ჯგუფში მეორე ადგილზეა. მაისაშვილის გუნდი გამარჯვების შემთხვევაში ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერი გახდება.

'შავი ლომის' შემადგენლობაში ორი დებიუტანტია – ბურჯი ნიკოლოზ ხატიაშვილი ძირითადშია, მესამეხაზელი იოსებ გუშარაშვილი კი თამაშში სათადარიგო სკამიდან ჩაერთვება.

"ხატიაშვილი და გუშარაშვილი ძალიან კარგად ემზადებოდნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, ორივე მათგანს გაუმიზეზდა ძველი ტრავმა და პირველ თამაშებში გუნდის დახმარება ამის გამო ვერ შეძლეს. ახლა ორივე მწყობრშია, ფორმაშია და იმედს ვიტოვებ, რომ ეს სარგებლის მომტანი იქნება. სამწუხაროდ, ვარჯიშზე კუნთი გაიჭიმა და გამოგვაკლდა ნიკო აფციაური. არის პატარ-პატარა ტრავმებიც, თუმცა გუნდი კარგადაა მომზადებული და სრული მზადყოფნით ხვდება მომავალ თამაშს", - განაცხადა მატჩამდე ლევან მაისაშვილმა.

ჯგუფის მეორე მატჩში პენზის ლოკომოტივი ისრაელის თელავივ ჰითის წინააღმდეგ ითამაშებს.

შავი ლომის შემადგენლობა

ხაზი: 15. ლაშა ხმალაძე, 14. აკა ტაბუცაძე, 13. დემე თაფლაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. სანდრო თოდუა, 10. გიორგი ბაბუნაშვილი, 9. თენგიზ პერანიძე;

შერკინება: 1. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. გიორგი პერტაია, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. დავით გიგაური, 6. ლუკა ივანიშვილი, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. თორნიკე აქუბარდია.

მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე, 17. გოგა ქადარია, 18. მიხეილ წიკლაური, 19. მიხეილ ბაბუნაშვილი, 20. იოსებ გუშარაშვილი, 21. გიორგი ბეგაძე, 22. ლაშა ლომიძე, 23. მირიან მოდებაძე

კომენტარები

ბოლო ამბები