Thumbnail

სალაჰის საბოლოო დიაგნოზი: ურუგვაისთან არა, მაგრამ რუსეთთან შეიძლება ითამაშოს!

  • როდის გამოჯანმრთელდება მოჰამედ სალაჰი?
  • ლივერპულის ექიმმა ეგვიპტელს საბოლოო დიაგნოზი დაუსვა

ახლა მთელ ეგვიპტეს ერთი საზრუნავი აქვს: ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ, მოჰამედ სალაჰი ტრავმირებულია და მსოფლიოს ჩემპიონატზე მისი ასპარეზობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ეგვიპტეში ჯერ კიდევ აქვთ იმის იმედი, რომ ლივერპულის ვარსკვლავი გამოჯანმრთელებას მოასწრებს. 

მერსისაიდული კლუბის ფიზიოთერაპევტმა რუბენ პონსმა სალაჰის ტრავმასთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით, სალაჰი მინიმუმ 3 და მაქსიმუმ 4 კვირაში შეძლებს ფეხბურთის თამაშს.

მოჰამედ სალაჰი

თუ ეგვიპტის ნაკრების იმედი 3 კვირაში გამოჯანმრთელდება, მუნდიალის ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩში (რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ) თამაშს მოახერხებს. ასეთ შემთხვევაში ის მხოლოდ პირველ შეხვედრას გამოტოვებს, რომელშიც ეგვიპტე ურუგვაის ეთამაშება. მაგრამ თუ სალაჰს 4 კვირა დასჭირდა, ჯგუფურ ეტაპზე თამაშს ვერ მოახერხებს და მუნდიალზე მის წაყვანას აზრი ეკარგება, რადგან თითქმის გამორიცხულია, რომ ეგვიპტის ნაკრები სალაჰის გარეშე ჯგუფიდან გავიდეს.

თუმცა ეგვიპტელები სალაჰს საბოლოო განაცხადში ალბათ მაინც შეიყვანენ, რადგან თუკი მცირე შანსი მაინც არსებობს, რომ მეორე და მესამე ტურში ითამაშოს, მუნდიალზე მაინც წაიყვანენ.

შეგახსენებთ, რომ სალაჰი ჩემპიონთა ლიგის ფინალში, სერხიო რამოსთან ორთაბრძოლის შემდეგ დაშავდა - მან მხრის მძიმე დაზიანება მიიღო. ლივერპულმა ფინალი რეალთან 1:3 წააგო.

კომენტარები

ბოლო ამბები