Thumbnail

'მინდა, რომ კიდევ მოვუმატო' - ჯაფარიძის ახალი კონტრაქტი ბრივში

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ლუკა ჯაფარიძე ბრივში 2025 წლამდე ითამაშებს
  • ფრანგულ გუნდში კიდევ 5 ქართველი მორაგბეა

ფრანგული სარაგბო კლუბის, ბრივის ოფიციალური გვერდი წერს, რომ გუნდმა ქართველ მორაგბეს ლუკა ჯაფარიძეს კონტრაქტი 2025 წლამდე გაუხანგრძლივა და ის ბრივის ღირსებას კიდევ 4 წელი დაიცავს. ჯაფარიძის გარდა, ბრივმა ახალი კონტრაქტი ფრანგ ენცო ერვისაც გაუფორმა.

"კმაყოფილი ვარ, რომ ბრივის ღირსებას ისევ დავიცავ. მიხარია, რომ გუნდში მენდობიან და ამისთვის მადლობას ვუხდი. მთელ ჩემს ენერგიასა ვარჯიშსა და მუშაობაზე დავხარჯავ, რათა ისევ მოვუმატო", - განაცხადა ბრივის ვებგვერდთან ჯაფარიძემ.

ჯაფარიძე ბრივში 2018-2019 წლების სეზონში მივიდა და 2019 წელს პირველ გუნდში ჩელენეჯ თასზე დებიუტი ჰქონდა. 23 წლის მორაგბე ნელ-ნელა უფრო მეტ დროს იღებს და ბრივში მისი დიდი იმედი აქვთ. ჯაფარიძის გარდა, ბრივის ძირითად გუნდში კიდევ 5 ქართველი მორაგბე თამაშობს: სოსო ბეკოშვილი, ოთარ გიორგაძე, ვანო კარკაძე, ვასილ ლობჟანიძე და თედო აბჟანდაძე.

კომენტარები

ბოლო ამბები