Thumbnail

ჟღენტი დემონსში - NCAA-ის I დივიზიონში კიდევ ერთი ქართველი ითამაშებს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

NCAA-ის I დივიზიონში ახალი სეზონიდან კიდევ ერთი ქართველი კალათბურთელი ითამაშებს - 21 წლის ფორვარდი ზურაბ ჟღენტი. ის ნორზვესტერნ სტეიტ დემონსის (NSU) ახალწვეულია, რომელიც ლუიზიანის შტატის კოლეჯია და საუზლენდის კონფერენციაში თამაშობს. 

U20-ში რატი ანდრონიკაშვილთან ერთად

ჟღენტმა, რომელსაც საქართველოს 18 და 20-წლამდელთა ნაკრებებში უთამაშია, წინა ორი სეზონი დაბალი რანგის კოლეჯთა ლიგაში, აიოვას საუზისტერნ CC-ში გაატარა. ჟღენტი საშუალოდ 8 ქულასა და 4 მოხსნას აკეთებდა და 3-ქულიანებს 60%-იანი სიზუსტით ესროდა. დემონს გამოცდილი მწვრთნელი მაიკ მაკონატი ხელმძღვანელობს. 

დემონსი უკვე თვეა, რაც ახალი სეზონისთვის ემზადება. 9 ნოემბერს პირველი საგამოფენო მატჩია სტუმრად ოკლაჰომასთან. კონფერენციის მატჩები კი იანვრიდან იწყება. ახალ გუნდში ქართველი ფორვარდი 35-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები