Thumbnail
  • ლაუტარო მარტინესს ინტერთან კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებდ
  • არგენტინელმა კლუბთან კონტრაქტი 2026 წლამდე გააფორმა

ინტერის ოფიციალური ვებგვერდი წერს, რომ კლუბმა ლაუტარო მარტინესთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. ლაუტაროს კლუბთან კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებდა. ახალი შეთანხმების მიხედვით არგენტინელი შემტევი კლუბში 2026 წლის 30 ივნისამდე დარჩება.

24 წლის ლაუტაროს აგენტმა ზაფხულში განაცხადა, რომ ფეხბურთელი ინტერში ბედნიერი იყო და გუნდთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე პრობლემა არ შეიქმნებოდა. ლაუტარომ ამ სეზონში სერია A-ში 9 მატჩი ჩაატარა, მან 5 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი.

ლაუტარო მარტინესი ინტერის ღირსებას 2018 წლიდან იცავს, 2020/21 წლების სეზონში კი, რომლის 47 მატჩში 18 გოლითა და 10 საგოლე პასით გამოირჩა, მილანურ კლუბთან ერთად იტალიის ჩემპიონი გახდა.

კომენტარები

ბოლო ამბები