Thumbnail
  • კრიშტიანო რონალდო და ჯეორჯინა როდრიგესი ტყუპებს ელოდებიან
  • 14 მილიონზე მეტი მოწონება - CR7-ის პოსტი ვირუსული გახდა

კრიშტიანო რონალდოს სპორტული თვალსაზრისით ბოლო დღეებში საქმეები კარგად ვერ მისდის, სამაგიეროდ, პირად ცხოვრებაში ყველაფერი იდეალურად აქვს. 36 წლის პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი და მისი მეუღლე ჯეორჯინა როდრიგესი (27 წლის) კიდევ ორ შვილს ელოდებიან - CR7-მა ინსტაგრამზე გამოაქვეყნა პოსტი, რომლითაც ყველას ამცნო, რომ ტყუპების მამა გახდება. პოსტს ამ დროისთვის 14 მილიონზე მეტი მოწონება და 200 000-ზე მეტი კომენტარი აქვს.

ეს ამბავი იმას ნიშნავს, რომ რონალდოს ექვსი შვილი ეყოლება! კრიშტიანო უმცროსი 11 წლისაა, ტყუპები მატეო და ევა 4-4 წლის არიან, ალანა მარტინა კი 3 წლის გახლავთ. აღსანიშნავია, რომ ჯეორჯინასთან კრიშტიანოს (ერთად 2016 წლის შემდეგ არიან) მხოლოდ 1 შვილი ჰყავს - ალანა მარტინა. რონალდოს უფროსი ვაჟის დედის ვინაობა უცნობია, მატეო და ევა კი სუროგატი დედის მეშვეობით გაუჩნდა.

შეგახსენებთ, რომ მანჩესტერ იუნაიტედს პრემიერლიგაში 4-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს და ბოლოს ლივერპულთან 0:5 განადგურდა. იქნებ, მეხუთე და მეექვსე შვილების ამბავმა იუნაიტედის შედეგებზეც იქონიოს პოზიტიური გავლენა...

კომენტარები

ბოლო ამბები