Thumbnail
  • U17: ესტონეთი 1:0 საქართველო | გოლი: 1:0 იეპიჰინი (33)
  • საქართველოს ნაკრებმა მე-4 ჯგუფში მე-2 ადგილი დაიკავა

საქართველოს 17-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ბოლო ტურში დამარცხდა, მაგრამ ელიტ-რაუნდის საგზური მაინც მოიპოვა.

გიორგი ჩიტაურის გუნდი 2 ტურის შემდეგ 4 ქულით მე-4 ჯგუფის ლიდერი იყო და დასკვნითი მატჩი ესტონეთის წინააღმდეგ ჩაატარა. თამაშის ბედი დიმიტრი იეპიჰინის გოლმა გადაწყვიტა, რომელმაც თავი 33-ე წუთზე გამოიჩინა. ქართველმა ფეხბურთელებმა ანგარიში ვეღარ გაათანაბრეს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრები 71-ე წუთიდან რიცხობრივ უმცირესობაში თამაშობდა, რადგან გივი ხაჩიძემ მე-2 ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს.

პარალელურად, ჯგუფის მეორე მატჩი მასპინძელ უნგრეთსა და ისლანდიას შორის უგოლოდ დასრულდა, რამაც საქართველოს ნაკრებს ხელი შეუწყო. საბოლოოდ, ჯგუფში პირველი ადგილი ესტონეთს ერგო (7 ქულა), საქართველო 4 ქულით მე-2 ადგილზე გავიდა და ელიტ-რაუნდში გააღწია. ასევე 4 ქულა დააგროვა უნგრეთმა და ბურთების ბალანსიც უკეთესი ჰქონდა, მაგრამ ურთიერთშეხვედრებში საქართველოს ჰქონდა მოგებული (1:0) და ეს გადამწყვეტი გამოდგა. საინტერესოა, რომ უნგრეთიც არ არის უშანსოდ, რადგან ყველა ჯგუფის საბოლოო შედეგების მიხედვით, 4 საუკეთესო მესამეადგილოსანიც გავა ჯგუფიდან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა შესარჩევ ეტაპზე ისლანდიასთან 1:1 ითამაშა, შემდეგ უნგრეთს 1:0 მოუგო და ბოლოს ესტონეთთან 0:1 დამარცხდა. ელიტ-რაუნდის მატჩები 2022 წელს ჩატარდება.

U 17 | ესტონეთი 1:0 საქართველო

გოლები: 1:0 იეპიჰინი (33)

საქართველო (4-3-3): კოპალიანი - სადღობელაშვილი (46. ხაჩიძე), ხარჩილავა, გობეშია, ნარიმანიძე - ალიბეგაშვილი, სიგუა, ციკოლია (46. ფარცვანია) - ცეცხლაძე, პარკაძე (84. პარკინაშვილი), ტაბატაძე

კომენტარები

ბოლო ამბები