Thumbnail
  • სერენი 3:2 დ.დ. სტ ტრუიდენი
  • ბელგიის თასის 1/16-ფინალში გიორგი მიქაუტაძემ ასისტი მიითვალა

გიორგი მიქაუტაძის სერენი ბელგიის თასის მერვედფინალშია, მას მერე, რაც 20 წლის ქართველი ფორვარდის გუნდმა 1/16 ფინალში დამატებით დროში დაამარცხა სენტ ტრუიდენი - 3:2. 

გიორგიმ იუსეფ მაზიზს გაატანინა

მიქაუტაძე სასტარტო შემადგენლობაში არ იყო, მაგრამ 1:2-ზე მწვრთნელმა იგი 69-ე წუთზე შეუშვა მოედანზე. მან მე-80 წუთზე იუსეფ მაზიზს საგოლე პასი გაუკეთა. 85-ე წუთზე, რომ არა სტუმართა გოლკიპერი, გიორგი გამარჯვების გოლსაც გაიტანდა. მიქაუტაძეს გოლის გატანა დამატებით დროში, 102-ე წუთზეც შეეძლო. საბოლოოდ, მატჩის გმირი მაზიზი გახდა, რომელმაც დუბლი 104-ე წუთზე შეასრულა და ამით სერენი მერვედფინალში გაიყვანა. 30 ოქტომბერს სერენს ბეერსხოტთან საგარეო მატჩი უკვე ჟუპილერ ლიგაში ელის. Sudinfo Sports-მა გიორგის 6.5 ქულა დაუწერა: "მუდმივად მოძრაობდა, გაამრავალფეროვნა შეტევა და შეასრულა საგოლე პასი", - წერს საიტი. 

გიორგი მიქაუტაძე ლიგა 1-ის მეცის ფეხბურთელია, რომელიც სერენში იჯარით თამაშობს. ამ სეზონში მან ბელგიურ კლუბში 9 მატჩში 8 გოლი გაიტანა. საგოლე პასი კი პირველად შეასრულა. სერენის მაისურით მიქაუტაძეს სულ 33 მატჩში 30 გოლი აქვს გატანილი და 3 საგოლე პასი გაკეთებული.  

კომენტარები

ბოლო ამბები