Thumbnail

NBA-ის რეგულარულ მატჩში ჩემპიონმა მილუოკი ბაქსმა შინ მინესოტასთან 108:113 წააგო იანის ანტეტოკუნმპოს ბრწყინვალე თამაშის (40 ქულა, 16 მოხსნა და 7 პასი) მიუხედავად. ამ შეხვედრაში სანდრო მამუკელაშვილი განაცხადში იყო, სკამზეც იჯდა, უბრალოდ, მწვრთნელს მისი თამაში არ დასჭირვებია. 

გულშემატკივარი საერთოდ არ ელოდა მამუკელაშვილს ამ მატჩის განაცხადში, რადგან ის მილუოკიმ ერთი დღით ადრე განვითარების ლიგის ვისკონსინ ჰერდში გაუშვა. G ლიგის გუნდმა სავარჯიშო კემპი გახსნა და სანდრომ, ტრემონტ უოტერსმა, ჯასტინ რობინსონმა და სხვებმა ივარჯიშეს. საქმე ისაა, რომ მილუოკიმ მატჩის წინ მამუკელაშვილი უკან დააბრუნა და ის მატჩის განაცხადშიც მოხვდა. 

ვისკონსინ ჰერდის ვარჯიშზე

ამ საკითხმა დაბნეულობა რომ არ გამოიწვიოს, განვმარტავთ - სანდრო მამუკელაშვილს ეგრეთ წოდებული ორმხრივი კონტრაქტი აკავშირებს ბაქსთან, რომლის მიხედვითაც ის მაქსიმუმ 50 მატჩში შეძლებს ბაქსის დახმარებას (აქედან 5 უკვე გავიდა), დანარჩენ დროს კი მის სარეზერვო გუნდ ვისკონსინ ჰერდში გაატარებს, რომელსაც სეზონი 8 ნოემბერს ეწყება. გაშვება/დაბრუნება კი ამ სეზონში ბევრჯერ მოხდება, ამ მხრივ მილუოკის შეზღუდვა არ აქვს. 

ვისკონსინ ჰერდის განაცხადში 15 კალათბურთელია. აქედან ორი ბაქსის წევრია ორმხრივი კონტრაქტით: სანდრო მამუკელაშვილი და ჯასტინ რობინსონი. ბაქსთან ასოცირიბული მოთამაშეები: ტრემონტ უოტერსი, ჯალენ ლეკი და ვენიენ გებრიელი, G ლიგის დრაფტზე არჩეული ჯეილენ ბლენდი. ასევე რამდენიმე მოთამაშე, რომელთაც არანაირი კავშირი არ აქვთ მილუოკი ბაქსთან. უცნობია, ითამაშებს თუ არა ჰერდში გეორგიოს კალაიცაკისი, დრაფტის მე-60 ნომერი, რომელსაც ჩემპიონმა გუნდმა სტანდარტული კონტრაქტი გაუფორმა. ამერიკული მედიის აზრით, სტანდარტულ კონტრაქტს სანდრო იმსახურებდა და არა ბერძენი კალათბურთელი. 

გამოკითხვა

ვინ გახდება NBA-ს ჩემპიონი?

  • ბრუკლინი
  • ლეიკერსი
  • მილუოკი
  • გოლდენ სტეიტი
  • იუტა
  • კლიპერსი
  • დენვერი
  • სხვა გუნდი

მილუოკის 3-2 ბალანსი აქვს და 31 ოქტომბერს (05:00-ზე) სან ანტონიოს მასპინძლობს. დიდი შანსია, სანდრო კვლავ ბაქსის განაცხადში იყოს. ისევე, როგორც 1 ნოემბერს იუტასთან საშინაო მატჩში (03:00-ზე). 

კომენტარები

ბოლო ამბები