Thumbnail

Flosports.tv-ის სარაგბო გვერდი შემოდგომის ტესტებს სტატიით ეხმაურება - "სამხრეთი ჩრდილოეთის წინააღმდეგ. სტატიაში სათითაოდ არის დახასიათებული ყოველი სარაგბო გრანდი ტესტების წინ. იტალიის ნაკრების დახასიათება საინტერესოდ გვეჩვენა:

"ექვს ერში" მუდმივი აუტსაიდერები, იტალიელები ურუგვაის დაამარცხებენ, ასევე შეეცდებიან სამხრეთამერიკელ "ბიძაშვილებთან", არგენტინელებთან გამარჯვებას და, რაც შეიძლება, ნაკლები ანგარიშით წაგებას ახალ ზელანდიასთან. მიუხედავად იმისა, რომ "ექვს ერში" მათი ადგილი უახლოეს მომავალში გარანტირებულია, ისინი კვლავ ცდილობენ საქართველოსგან დისტანცირებას, რადგან ეს ქვეყანა მათი უშუალო კონკურენტია და კვალში მიჰყვება. ასევე, ისინი ცდილობენ არ დაუპირისპირდნენ სამხრეთ აფრიკას, რომელსაც ასევე აქვს იდეა სამხრეთული ტურნირი "ექვს ერზე" გაცვალოს. თუ "ბოკე" მართლა შეიცვლის ტურნირს, როგორ ფიქრობთ, ვის ხარჯზე მოხდება ეს? ეშინოდეს იტალიას".

შემოდგომის ტესტებზე იტალიის ნაკრები 6 ნოემბერს "სტადიო ოლიმპიკოზე" ახალ ზელანდიას დაუპირისპირდება, 13 ნოემბერს ტრევიზოში არგენტინას უმასპინძლებს და 20 ნოემბერს პარმაში - ურუგვაის. ამის გარდა, იტალიის A ნაკრები 30 ოქტომბერს ესპანეთს მადრიდში ეწვევა, 14 ნოემბერს კი ურუგვაის მასპინძლობს. A ნაკრების ეგიდით იტალიელებს დეკემბერში რუმინელებთან სურთ დაპირისპირება, ხოლო 2022 წლის დასაწყისში საქართველოსთან

საქართველოს ნაკრებს ორი ტესტი ელის - 14 ნოემბერს ბორდოში საფრანგეთთან და 20 ნოემბერს მადრიდის გარეუბან არანხესში ფიჯის ნაკრებთან. შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრები სულ ორჯერ ეთამაშა საქართველოს. 2003 წელს მატჩი იტალიელებმა 31:22 მოიგეს, ხოლო 2018 წელს "არტემიო ფრანკიზე" 28:17.        

კომენტარები

ბოლო ამბები