Thumbnail
  • გიორგი ჩაკვეტაძემ ბელისია ბილზენს გოლი 11-მეტრიანიდან გაუტანა
  • 22 წლის ნახევარმცველმა ორწელიწადნახევრიანი უგულო სერია შეწყვიტა

გიორგი ჩაკვეტაძემ ბელგიის თასის გათამაშების 1/16-ფინალში გაიტანა. 22 წლის ქართველმა ფეხბურთელმა, რომელსაც ოფიციალურ მატჩში გატანილი ბოლოს 2019 წლის 13 აპრილს (ანტვერპენთან) ჰქონდა, თავი ბელისია ბილზენთან საშინაო შეხვედრაში (4:0) გამოიჩინა.


ჩაკვეტაძემ ქვედალიგელთან შეხვედრა გენტის სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო, გოლით კი მეორე ტაიმში, მე-64 წუთზე, 11-მეტრიანი დარტყმით გამოირჩა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. სულ რაღაც წუთის შემდეგ ის გენტის მთავარმა მწვრთნელმა ჰეინ ვანჰეზებრუკმა შეცვალა.

გიორგიმ, რომელსაც ტრავმების გამო კარიერაში ძალიან ბევრი გაუცდა, გოლი 928-დღიანი პაუზის შემდეგ გაიტანა. 

ჩაკვეტაძეს გოლი თანაგუნდელებმა მიულოცეს 

სულ ქართველ ფეხბურთელს ბელგიური კლუბის მაისურით, რომლის ღირსებას 2017 წლის ზაფხულიდან იცავს, ყველა ტურნირის 78 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული. ამ დროისთვის მის ანგარიშზე 8 გოლი და 16 საგოლე პასია. 

კომენტარები

ბოლო ამბები