Thumbnail

მიუნხენის ბაიერნის თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი "ოქროს ბურთი 2021"-ის გამარჯვებული გახდება, თუკი ხმის მიცემის ინტერნეტში "გაჟონილ" შედეგებს დავუჯერებთ. 

France Football-ის მიერ დაწესებული, საფეხბურთო სამყაროში პოპულარული ყოველწლიური ინდივიდუალური ჯილდოს პრეტენდენტთა სია ოქტომბერში გამოქვეყნდა, დაჯილდოების ცერემონია კი 29 ნოემბერს, პარიზშია დაგეგმილი და გამარჯვებულის ვინაობა ორგანიზატორების მიერ გასაიდუმლოებულია. 

რობერტ ლევანდოვსკი ოქროს ბურთს კარიერაში პირველად მიიღებს

თუმცა, უცნობებმა Twitter-ში ხმის მიცემის შედეგების ფოტო გამოაქვეყნეს, საიდანაც ირკვევა, რომ ბაიერნის პოლონელმა ბომბარდირმა 627 ხმა მიიღო და გაიმარჯვა. სიაში მეორე პარი სენ-ჟერმენის არგენტინელი თავდამსხმელი ლიონელ მესია, სამეულს კი მადრიდის რეალის ფრანგი ფორვარდი ქარიმ ბენზემა ასრულებს. 
 
ათეულში ასევე მოხვდნენ მოჰამედ სალაჰი (ლივერპული), ჟორჟინიო (ჩელსი), კილიან მბაპე (პსჟ) ნ’გოლო კანტე (ჩელსი), ერლინგ ჰაალანდი (დორტმუნდი), კრიშტიანო რონალდო (მანჩესტერ იუნაიტედი) და კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი).

2020 წელს "ოქროს ბურთის" გამარჯვებული არ გამოცხადდა და ამის მიზეზი კორონავირუსის პანდემია გახდა. ჯილდოს ბოლო მფლობელი ლიონელ მესია, რომელმაც ის 2019 წელს კარიერაში მეექვსედ მოიპოვა, რაც რეკორდია.

კომენტარები

ბოლო ამბები