Thumbnail

გორგოძე TransylvaniaOpen-ის მეოთხედფინალშია - ეკოს რუსული წყვილი ელის

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • გორგოძე/ბარა 7:5, 6:2 ბარტელი/ფრიედსამი
  • ქართველმა ჩოგბურთელმა რუმინეთში პირველი წრე გაიარა

ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე რუმინეთის ქალაქ კლუჟში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 235 238 დოლარი) წყვილთა თანრიგის მეოთხედფინალში გავიდა.

გორგოძე და მისი რუმინელი მეწყვილე ირინა ბარა TransylvaniaOpen-ზე გერმანელებს – მონა ბარტელსა და ანა ლენა ფრიედსამს გაეჯიბრნენ და ორ სეტში 7:5, 6:2 იმარჯვეს.

უკვე ცნობილია, რომ ქართულ-რუმინულ დუეტი მეოთხედფინალში ალიონა ფომინასა და ეკატერინა იაშინას გაეჯიბრება. რუსმა ჩოგბურთელებმა მცირე სენსაცია მოახდინეს და საწყის წრეში პირველი განთესვის მქონე ამერიკულ-ზელანდიურ წყვილს (კრისტიანი-რუტლიფი) 7:5, 5:7, 10:7 მოუგეს.

ცნობისთვის, გორგოძე ერთეულთა ბადეში გასვლასაც ცდილობდა, თუმცა, კვალიფიკაციაში იაპონელ იურიკო მიაზაკისთან 4:6, 5:7 დამარცხდა. ეკოს WTA-ს რეიტინგში ერთეულებში 161-ე ადგილი უკავია, წყვილებში კი – 102-ე.

კომენტარები

ბოლო ამბები