Thumbnail
  • მსაჯების მიმართ არასპორტული საქციელისთვის ქეცბაია დააჯარიმეს
  • პრეზიდენტი მწვრთნელს მხარს უჭერს და იანვარში ტრანსფერებს დაპირდა

ფამაგუსტას ანორთოსისის მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა ფინანსურად დააჯარიმა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამის მიზეზი ლარნაკას აეკ-თან მატჩის (1:2) დასრულების შემდეგ მსაჯების მიმართ არასპორტული საქციელი გახდა, როცა ისინი მოედნიდან გადიოდნენ.

ანორთოსისმა სეზონი ცუდად დაიწყო და სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა ადგილზეა, რის გამოც კომენტარი კლუბის პრეზიდენტმა ევგენიოს ჰამბულასმა გააკეთა. როგორც მან თქვა, იანვრის სატრანსფერო პერიოდში შემადგენლობას გააძლიერებენ და ქართველ მწვრთნელთან უკვე ისაუბრა.

"დღეს მწვრთნელს ვესაუბრე და მივედით იმ დასკვნამდე, რომ გუნდს სიმშვიდე და თანადგომა სჭირდება. თუ ვფიქრობთ, რომ ტრანსფერების ხარჯზე ცვლილებები საჭიროა, ამას გავაკეთებთ. ანორთოსისი, მიუხედავად ცუდი დასაწყისისა, პოზიციის საგრძნობლად გაუმჯობესებას შეძლებს, შემადგენლობის გაძლიერება კი იანვრის დასაწყისში მოხდება", - თქვა ჰამბულასმა.

ანორთოსისს კვიპროსის ჩემპიონატში 6 მატჩში 6 ქულა აქვს და მე-11 ადგილზეა, მაგრამ ერთი შეხვედრა გამოტოვებული აქვს. ფამაგუსტელები კონფერენსლიგაზეც წარუმატებლად თამაშობენ, სადაც 3 ტურში მხოლოდ ქულა მოიპოვეს.

კომენტარები

ბოლო ამბები