Thumbnail

NBA-ის რეგულარული სეზონის მატჩში ინდიანა პეისერსა და მილუოკი ბაქსს შორის სახალისო ეპიზოდი მოხდა ქართველი ლეგიონერების შესრულებით. მატჩის პირველ მეოთხედში გოგა ბითაძემ სამქულიანით 30:28 დააწინაურა მასპინძლები, რასაც არა მხოლოდ დარბაზში მოყვა ოვაციები - გოგას წარმატებას ინსტიქტურად ტაშით გამოეხმაურა მილუოკის ფორვარდი სანდრო მამუკელაშვილი. ამის შემდეგ ბაქსის ახალბედა გაკვირვებულ ახალბედებებს უხსნიდა, თუ რატომ დაუკრა ტაში მეტოქის სამქულიანს. 


შეგახსენებთ, რომ თამაში NBA-ს ჩემპიონმა 10-ქულიანი სხვაობით მოიგო, რომლის რიგებშიც მამუკელაშვილმა 2 ქულა და 3 მოხსნა მიითვალა. წაგებულთა შორის 7 ქულა და 9 მოხსნა დააგროვა გოგა ბითაძემ, რომელმაც ერთი პირადი რეკორდი გააუმჯობესა, ერთიც გაიმეორა. სანდრო მამუკელაშვილისთვის ეს მე-4 მატჩი იყო NBA-ში, გოგა ბითაძისთვის - მე-100. მათი დაპირისპირება ამერიკაში პირველად შედგა. 

გამოკითხვა

ვინ გახდება NBA-ს ჩემპიონი?

  • ბრუკლინი
  • ლეიკერსი
  • მილუოკი
  • გოლდენ სტეიტი
  • იუტა
  • კლიპერსი
  • დენვერი
  • სხვა გუნდი

კომენტარები

ბოლო ამბები