Thumbnail

0:2 სლოვაკეთთან - საქართველოს ქალთა ნაკრების მესამე მარცხი

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • სლოვაკეთი 2:0 საქართველო | გოლები: 1:0 მიკოლაიოვა (38), 2:0 სურნოვსკა (40)
  • გიორგი ჩხაიძის გუნდი მომდევნო მატჩს ნოემბერში ჩაატარებს

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრებმა 2023 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მე-3 მატჩი ჩაატარა და სტუმრად სლოვაკეთის ნაკრებთან 0:2 დამარცხდა.

შედეგი ლოგიკურია, რადგან მასპინძლები მთელი თამაშის განმავლობაში დიდ უპირატესობას ფლობდნენ. გოლები პირველი ტაიმის მიწურულს გავიდა. გიორგი ჩხაიძის გუნდი მეტოქეს 38-ე წუთამდე უმკლავდებოდა, მაგრამ მარია მიკოლაიოვამ შორი მანძილიდან საჯარიმო დარტყმა შესანიშნავად შეასრულა და ანგარიში გახსნა. ორ წუთში სლოვაკებმა უპირატესობა გაზარდეს. ამჯერად, ახლო მანძილიდან თეონა სუხაშვილის კარი მარტინა სურნოვსკამ დალაშქრა და 2:0.

სლოვაკები საქართველოსთან გოლს ზეიმობენ

მე-2 ტაიმში თამაშის სცენარი არ შეცვლილა. სლოვაკეთი უპირატესობას ფლობდნენ და რომ არა თეონა სუხაშვილი, ანგარიშის სხვაობა გაიზრდებოდა. თუმცა, გოლი აღარ გასულა და საბოლოოდ სლოვაკეთის ნაკრებმა 2:0 მოიგო.

საქართველოს ნაკრებს A ჯგუფში 3 მატჩი აქვს ჩატარებული და სამივე წააგო (სლოვაკეთთან 0:2, ფინეთთან 0:3 და შვედეთთან 0:4), შესაბამისად უქულოდ ბოლო, მე-5 ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 30 ნოემბერს, სტუმრად ირლანდიასთან ჩაატარებს.

სლოვაკეთი 2:0 საქართველო

გოლები: 1:0 მიკოლაიოვა (38), 2:0 სურნოვსკა (40)

საქართველო (4-4-2): სუხიაშვილი - ჩხარტიშვილი, სუთიძე (46. ქადაგიშვილი), ტატუაშვილი, დანელია - პასიკაშვილი (74. წოწერია), ბოლქვაძე (74. გორგაძე), თოდაძე (66. ჯანიკაშვილი), ხაბურზანია - ჭიჭინაძე (90. გუჯაბიძე), ბაქრაძე

კომენტარები

ბოლო ამბები