Thumbnail

იტალიის რაგბის ფედერაციის ინფორმაციით, შესაძლოა, 2022 წლის დასაწყისში იტალიის A ნაკრები საქართველოს ეთამაშოს. ამჟამად იტალიის ეროვნული ნაკრები ვერონაშია და შემოდგომის ტესტებისთვის მზადებას იწყებს, გუნდში სულ 62 მორაგბეა, რომელთა ნაწილიც A ნაკრებში გადანაწილდება და ნოემბერში ესპანეთსა და ურუგვაის დაუპირისპირდება. იტალიელები განიხილავენ A ნაკრების კიდევ ერთ მატჩს - დეკემბერში სიცილიაში რუმინეთის წინააღმდეგ.

"ჩვენ განვიხილავთ სხვა შესაძლებლობებს 2022 წლისთვისაც. ერთი კონკრეტული შესაძლებლობა წლის დასაწყისში საქართველოს ნაკრებთან თამაშია", - წერს ფედერაციის საიტი. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები იტალიას სულ 2-ჯერ ეთამაშა, რაც შეეხება იტალიის A ნაკრებს, საქართველოს ნაკრები მას 5-ჯერ შეხვდა 2-ჯერ მოიგო და 3-ჯერ დამარცხდა. ამის გარდა საქართველოს ნაკრები ერთხელ იტალია XV-ს ეთამაშა, ორჯერ კი იტალია Emergenti-ს. A ნაკრებმა 2014 და 2015 წლებში IRB თბილისის თასზე ითამაშა. მისი მწვრთნელი ალესანდრო ტრონკონია. 

კომენტარები

ბოლო ამბები