Thumbnail
  • ზინედინ ზიდანის მანჩესტერ იუნაიტედში დანიშვნა არარეალურია
  • 49 წლის ფრანგი მხოლოდ ორ ვარიანტზე შეიძლება დაფიქრდეს

კატალონიური “მუნდო დეპორტივოს” ინფორმაციით, ზინედინ ზიდანის მანჩესტერ იუნაიტედში დანიშვნა არარეალურია. გამოცემა წერს, რომ ამჟამად მხოლოდ ორი გუნდი არსებობს, სადაც ფრანგ სპეციალისტი მუშაობას დათანხმდება - პარი სენ-ჟერმენი და საფრანგეთის ნაკრები.

მართალია, არც პსჟ-ს ხელმძღვანელები ფიქრობენ მაურისიო პოჩეტინოს გათავისუფლებაზე და საფრანგეთის ნაკრებშიც დიდიე დეშამს ერთა ლიგის მოგების შემდეგ საკმაოდ მყარი პოზიციები აქვს, მაგრამ “მუნდო დეპორტივო” სანდო წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ზიდანი არც უმუშევრობითაა შეწუხებული და სიამოვნებით მოიცდის, შუა სეზონში ინგლისში მუშაობის დაწყებას კი კატეგორიულად გამორიცხავს. როგორც ჩანს, ზიზუ პსჟ-ში ან საფრანგეთის ნაკრებში თავის მომენტს ელოდება.

წაიკითხე | სულშერი ალბათ მალე დამთავრდება - როგორ მივიდა იუნაიტედი აქამდე

მას შემდეგ, რაც მანჩესტერ იუნაიტედი ლივერპულთან 0:5 განადგურდა, ინგლისურ მედიაში აქტიურად წერენ, რომ ოლე გუნარ სულშერის გათავისუფლების შემთხვევაში, ფავორიტი სწორედ 49 წლის ზიზუ იქნება. თუმცა ბოლო ცნობებით, იუნაიტედის ხელმძღვანელები ნორვეგიელი სპეციალისტის გაშვებას ჯერ კიდევ არ აპირებენ და იმედი აქვთ, რომ სულშერი მდგომარეობას გამოასწორებს.

კომენტარები

ბოლო ამბები