Thumbnail

'დიეგოს თასი' - ბარსელონამ და ბოკამ მარადონასთვის მატჩი დააანონსეს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • 14 დეკემბერს, ბარსელონა და ბოკა ხუნიორსი ერ-რიადში შეხვდებიან
  • დიეგო არმანდო მარადონას გარდაცვალებიდან 1 წელი გადის

ბარსელონა და ბოკა ხუნიორსი ამხანაგურ მატჩს ჩაატარებენ, რომელიც დიეგო არმანდო მარადონას ხსოვნას მიეძღვნება.

‘დიეგოს თასი’ - ესპანური და არგენტინული გრანდი 14 დეკემბერს, საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში გაეჯიბრებიან ერთმანეთს და როგორც ცნობილი გახდა, შეხვედრა მარადონას გარდაცვალების ერთი წლისთავს უკავშირდება.

საინტერესოა, რომ თამაშგარეში აღმოჩნდა ნაპოლი, რომლის მაისურით არგენტინელმა კარიერის საუკეთესო წლები გაატარა (1984-1991). დიეგო ბოკაში 1981-1982 და 1995-1997 წლებში თამაშობდა, ხოლო ბარსელონას ღირსებას 1982-1984 წლებში იცავდა.

შეგახსენებთ, რომ დიეგო მარადონა 11 თვის წინ, 2020 წლის 25 ნოემბერს, საკუთარ სახლში გარდაიცვალა 60 წლის ასაკში. დიეგოს გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.

კომენტარები

ბოლო ამბები