Thumbnail

მიხეილ გიორგაძე: დავით ქევხიშვილის გადადგომის აუცილებლობას ვერ ვხედავთ

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ქართულ ძიუდოში დაპირისპირება გრძელდება
  • დავით ქევხიშვილი გადადგომას არ აპირებს

ქართულ ძიუდოში დაპირისპირება გრძელდება. ქართველი ძიუდოისტები საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის გადადგომას ითხოვენ, თუმცა ეს უკანასკნელი პოსტის დატოვებას არ აპირებს.

კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ გიორგაძის ინიციატივთ, შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელსაც ყველა სადავო საკითხი უნდა განეხილა და შესაბამისი გადაწყვეტილება მიეღო.

კომისიამ მუშაობა დაასრულა, კულტურისა და სპორტის მინისტრმა კი პირდაპირ განაცხადა, რომ ის დავით ქევხიშვილის გადადგომის აუცილებლობას ვერ ხედავს.

გაგაცნობთ განცხადებას, რომელიც მიხეილ გიორგაძემ მასმედიასთან გააკეთა:

“ყველა საბუთი შედარებულია. ერთ საბუთში, რომელიც ეხება სტიპენდიის გაყოფას მწვრთნელებისთვის, წარმოება არ იყო სწორად გაკეთებული და ფედერაციას ვაძლევთ შესაბამის რეკომენდაციას. ჩავარდნა ევროპის ჩემპიონატზე ბუნებრივია არის პრეზიდენტის პასუხისმგებლობაც და ეს შეცდომა ქევხიშვილმა აღიარა. შესაბამისად, ფედერაციის ვალდებულებაა ახალი სამწვრთნელო შტაბის შექმნაც. საბოლო ჯამში ქევხიშვილის გადაყენების აუცილებლობას ვერ ვხედავ. კონფლიქტის დარეგულირებისთვის ორივე მხარეს მოვუწოდებ, დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან, რათა განვსაზღვროთ სამწვრთნელო პროცესის დაგეგმვა ისე, რომ სპორტსმენები კარგად მოემზადონ დიდი საერთაშორისო ღონისძიებებისთვის”

კომენტარები

ბოლო ამბები