Thumbnail

თოფურიას მეტოქე გაირკვა - ქართველს წაუგებელი რუსი შეხვდება

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ილია თოფურია UFC-ში მეოთხე ბრძოლას ჩაატარებს
  • მისი მეტოქე დაუმარცხებელი რუსი სპორტსმენი იქნება 

რამდენიმე ამერიკული გამოცემამ დაადასტურა, რომ ქართველი მებრძოლი ილია თოფურია UFC 270-ზე იასპარეზებს, რომელიც 23 იანვარს გაიმართება. ღონისძიებას კალიფორნიის ქალაქი ანაჰაიმი უმასპინძლებს.

თოფურიას მეტოქე რუსი მოვსარ ევლოევი იქნება, რომელიც M1 GLOBAL-ის ყოფილი ჩემპიონია. მას კარიერაში 100%-იანი შედეგი აქვს - 15 ბრძოლა და 15 გამარჯვება. თოფურიაც ამ ბრძოლას წაუგებელი ხვდება, მას 11-დან 11 შეხვედრა აქვს მოგებული. ილიამ ბოლო სამი ბრძოლა უკვე UFC-ში გამართა, მან იუსუფ ზალალი, დეიმონ ჯექსონი და რაიან ჰოლი დაამარცხა.

მოვსარ ევლოევს UFC-ში 5 ბრძოლა აქვს ჩატარებული. ფაქტია, რომ ორი დაუმარცხებელი მებრძოლის დაპირისპირება დიდ ინტერესს იწვევს. იმედია, თოფურია იანვარში მე-12 გამარჯვებას იზეიმებს და მისი მეტოქე პირველად დამარცხდება.

კომენტარები

ბოლო ამბები