Thumbnail

ჰაალანდმა წელი დაასრულა? ნორვეგიელის ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'შეიძლება ისე მოხდეს, რომ აიაქსთან მატჩის მისთვის წლეულს ბოლო იყო'
  • ერლინგ ჰაალანდი ვარჯიშს უკეთეს შემთვევაში 6 კვირაში განაახლებს

დორტმუნდის ბორუსიას ლიდერ ერლინგ ჰაალანდის ტრავმა მოსალოდნელზე მძიმე აღმოჩნდა, რაც იმას ნიშნავს, რომ დიდი ალბათობით, ნორვეგიელ თავდამსხმელს წლის ბოლომდე მინდორზე ვეღარ ვიხილავთ.

გერმანული კლუბის ქომაგებისთვის სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ირკვევა, 21 წლის ვარსკვლავს ბარძაყის კუნთი აქვს გაწყვეტილი და უკეთეს შემთხვევაში, საერთო ჯგუფთან ერთად ვარჯიშს 6 კვირის შემდეგღა განაახლებს.

“მე ექიმი არ ვარ, ამდენად, ამ თემაზე ბევრს ვერ ვისაუბრებ. ერთადერთის ის ვიცი, რომ ერლინგი ტრავმირებულია და მას იგივე ბარძაყი აწუხებს, რომელიც ადრეც ტკიოდა”, - განაცხადა დორტმუნელთა მთავარმა მწვრთნელმა მარკო როზემ.

მძიმე პროგნოზი გააკეთა ფრანკფურტის აინტრახტის ყოფილმა ფორვარდმა იან ოგე ფიერტოფტმა, რომელიც ჰაალანდების ოჯახის ახლო მეგობარია: “შეიძლება ისე მოხდეს, რომ აიაქსთან მატჩის მისთვის ამ წელს ბოლო იყო”.

შეგახსენებთ, რომ ბორუსია ამსტერდამელებს ჩემპიონთა ლიგაში 19 ოქტომბერს ეთამაშა და ის მატჩი ნორვეგიელმა ფორვარდმა შეუცვლელად ჩაატარა. ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონის 6 მატჩში მის მონაგარი 9 გოლი და 3 საგოლე პასია.

კომენტარები

ბოლო ამბები