Thumbnail

მანჩესტერ იუნაიტედი, შესაძლოა, ანტონიო კონტემ ჩაიბაროს. "წითელმა ეშმაკებმა" მიმდინარე სეზონი არადამაჯერებლად დაიწყეს, რის გამოც ოლე გუნარ სულშერის გათავისუფლება რეალური გახდა.

როგორც გავლენიანი გამოცემა The Guardian იტყობინება, იტალიელი სპეციალისტი მზადაა მანჩესტერის წინადადება მიიღოს. როგორც წესი, ანტონიო სეზონის მიმდინარეობისას გუნდის ჩაბარების წინააღმდეგია, მაგრამ ამჯერად გამონაკლისის დაშვებას აპირებს.

წყაროს თანახმად, იუნაიტედის ფეხბურთელები სულშერთან მუშაობით უკმაყოფილოები არიან, რამაც შესაძლოა ნორვეგიელის გათავისუფლება დააჩქაროს. პრემიერლიგის ბოლო ოთხ ტურში მანჩესტერმა მხოლოდ ქულა მოიპოვა, უკანასკნელ ტურში კი ლივერპულთან სულაც 0:5 განადგურდა.

ანტონიო კონტე უმუშევრად იმყოფება ზაფხულიდან შემდეგ, როდესაც მილანის ინტერი დატოვა. მას ინგლისში საქმიანობის გამოცდილება აქვს, რადგანაც 2016-2018 წლებში ლონდონის ჩელსის ავარჯიშებდა. იტალიელმა "არისტოკრატებთან" ერთად პრემიერლიგაც მოიგო.

კომენტარები

ბოლო ამბები