Thumbnail
  • ბაქსის გამთამაშებელმა ჯორჯ ჰილმა თანაგუნდელებს თავის რანჩოზე უმასპინძლა
  • სანდრომ ჯორჯ ჰილის ერთ-ერთ ავტომობილთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღო  

NBA-ს მოქმედმა ჩემპიონის მილუოკი ბაქსის გამთამაშებელმა ჯორჯ ჰილმა, სან ანტონიოსთან გამარჯვების (121:111) შემდეგ, თანაგუნდელები თავის რანჩოზე მიიწვია. სხვებთან ერთად იქ ბაქსის ახალწვეული სანდრო მამუკელაშვილიც იმყოფებოდა.

22 წლის ქართველი კალათბურთელი, რომელიც ჰილის რანჩოში სტუმრად ხევსურული ქუდით იმყოფებოდა, თანაგუნდელის ავტოფარეხის დათვალიერების შემდეგ განსაკუთრებით ერთი ავტომობილით მოიხიბლა. სანდრომ ყველგანმავალთან სამსახსოვრო ფოტოების გადაღებაც გადაწყვიტა, ფოტოგრაფობა კი მილუოკის ვარსკვლავმა იანის ანტეტოკუნმპომ ითავა.


სანდრო მამუკელაშვილი მილუოკი ბაქსში ამ ზაფხულს, კოლეჯების ლიგის სეტონ ჰილში გატარებული 4 სეზონის შემდეგ აღმოჩნდა. ქართველი კალათბურთელი დრაფტზე ინდიანამ 54-ე ნომრად აირჩია და ბაქსს გაუცვალა. ამ სეზონში სანდრომ ჩემპიონების სამივე შეხვედრაში ითამაშა.

კომენტარები

ბოლო ამბები