Thumbnail

'სხვას ვერავის დავაბრალებთ' - კრიშტიანო რონალდო ლივერპულთან 0:5-ზე

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • მანჩესტერ იუნაიტედი 0:5 ლივერპული
  • პორტუგალიელმა თავდამსხმელმა მატჩის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა
  • კრიშტიანოს აზრით, კლუბის გულშემატკივრები გაცილებით მეტს იმსახურებენ

ინგლისის პრემიერლიგის მე-9 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში მანჩესტერ იუნაიტედმა "ოლდ ტრაფორდზე" ლივერპულთან ანგარიშით 0:5 წააგო. იუნაიტედის თავდამსხმელმა კრიშტიანო რონალდომ თამაშის შემდეგ განცხადება სოციალურ ქსელში გააკეთა, სადაც აღნიშნა, რომ ყველაფერში დამნაშავე მხოლოდ თავად არიან.

"ზოგჯერ ვერ ხერხდება იმ შედეგის მიღწევა, რომლისთვისაც ვიბრძვით. ზოგჯერ ტაბლოზე ის ანგარიში არ არის, რომელიც გვსურს, რომ იყოს. ამაზე პასუხისმგებელი ჩვენ და მხოლოდ ჩვენ ვართ, რადგან სხვას ვერავის დავადანაშაულებთ. ჩვენი ფანები კვლავაც არაჩვეულებრივები იყვნენ, გამუდმებით გვამხნევებდნენ. ისინი გაცილებით მეტს იმსახურებენ. ისინი გაცილებით კარგ შედეგებს იმსახურებენ და ჩვენც ვალდებული ვართ, ეს გავაკეთოთ. დრო მოვიდა!", - დაწერა რონალდომ ინსტაგრამში

მანჩესტერ იუნაიტედი-ლივერპულის დაპირისპირების მეორე ტაიმში კრიშტიანო რონალდომ კი გაიტანა, მაგრამ ეპიზოდის VAR-ზე გადამოწმების შემდეგ, პორტუგალიელს გოლი არ ჩაუთვალეს. 

 

ინგლისის პრემიერლიგაში გასული 9 ტურის შემდეგ ლივერპულს 21 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მხოლოდ ლიდერ ჩელსის (22) ჩამორჩება. მანჩესტერ იუნაიტედი 14 ქულით მე-7 ადგილზეა. 

იტალიიდან ინგლისში დაბრუნებულმა კრიშტიანო რონალდომ ინგლისის პრემიერლიგაში ჩატარებულ 6 შეხვედრაში 3 გოლის გატანა მოახერხა.

კომენტარები

ბოლო ამბები