Thumbnail

ინტრიგა ცოცხალია - დინამო თბილისმა ლიდერთან ჩამორჩენა შეამცირა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • საბურთალო 0:1 დინამო თბილისი | გოლი: 0:1 ქავთარაძე (30)
  • კახა ცხადაძის გუნდმა დინამო ბათუმის წაგებით ისარგებლა

ეროვნულ ლიგაში საჩემპიონო ბრძოლა დაიძაბა. 31-ე ტურში დინამო ბათუმი სამტრედიასთან სენსაციურად დამარცხდა, რითაც დინამო თბილისმა ისარგებლა და ჩამორჩენა 4 ქულამდე შეამცირა.

კახა ცხადაძის გუნდი საბურთალოს ესტუმრა და მეტოქეს, რომელიც თავის მხრივ კონფერენსლიგაზე გასასვლელად იბრძვის, 1:0 მოუგო. მატჩის ბედი 30-ე წუთზე ნოდარ ქავთარაძის გოლმა გადაწყვიტა. დინამოელთა შემტევს ოთო გოშაძემ პირველი დარტყმა აუღო, მაგრამ დამატებაზე ქავთარაძეს შეცდომა აღარ დაუშვია.

სეზონის ბოლომდე 5 ტური დარჩა და საჩემპიონო ინტრიგა ისევ ცოცხალია. დინამო ბათუმს 64 ქულა აქვს, დინამო თბილისს კი - 60. თავის მხრივ, ხვიჩა შუბითიძის მიერ გაწვრთნილ საბურთალოს 50 ქულით მე-4 ადგილი უკავია და კონკურენტ გორის დილას 3 ქულით ჩამორჩება.

მომდევნო ტურში დინამო თბილისი 31 ოქტომბერს თელავს უმასპინძლებს, ხოლო საბურთალო 1 ნოემბერს თბილისელთა მთავარ კონკურენტ დინამო ბათუმს ესტუმრება.

საბურთალო 0:1 დინამო თბილისი

გოლი: 0:1 ქავთარაძე (30)

საბურთალო (3-4-2-1): გოშაძე - კაკუბავა, ცნობილაძე (8. ჩაჩუა), შ. ნონიკაშვილი - მალი, ძებნიაური, ლ. ნონიკაშვილი (72. მამაგეიშვილი), გოჩოლეიშვილი - ტაბატაძე (72. ლაცაბიძე), გულიაშვილი (62. შულაია) - კოხრეიძე (72. მანდრიჩენკო).

დინამო თბილისი (5-1-3-1): პრიეტო - სპორკსლედე, ბენიო, პაპავა, კალანდაძე, ხარაბაძე - მექვაბიშვილი - ქავთარაძე (90. მორჩილაძე), რადინი (46. მოისწრაფიშვილი), ბარნსი (86. კუცია) - მარუშიჩი.

კომენტარები

ბოლო ამბები