Thumbnail

როლან გაროსი | ნადალს გაუჭირდა, მაგრამ მეორე რაუნდშია!

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • რაფაელ ნადალმა როლან გაროსის პირველი რაუნდი გადალახა
  • რაფას Lucky Loser სიმონე ბოლელისთან მოულოდნელად ბევრი პრობლემა შეექმნა

რაფაელ ნადალმა როლან გაროსის პირველი რაუნდი გადალახა და, მართალია, იტალიელი სიმონე ბოლელი საბოლოოდ 3 სეტში დაამარცხა, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ გამარჯვების მოპოვება ადვილად შეძლო. მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, რომელიც წელს პარიზში თავის მე-11 ტრიუმფს უმიზნებს, ორშაბათს მესამე სეტში შეწყვეტილი მატჩი სამშაბათს დაასრულა და Lucky Loser-ის რანგში (იღბლიანი დამარცხებული) დარჩენილი იტალიელი საბოლოოდ, 6:4, 6:3, 7:6 (11:9) დაამარცხა.

როგორც ანგარიშიდანაც ჩანს, ნადალს მსოფლიოს 129-ე ჩოგანთან გამარჯვება მოსალოდნელზე გაცილებით მეტად გაუჭირდა. დიდი სლემის ტურნირების 16-გზის გამარჯვებული მეორე და მესამე სეტებში თითო ბრეიკებით აგებდა. მესამე სეტშიც, რომელიც სამშაბათს გაგრძელდა, შარშან სეტის წაუგებლად მოასპარეზე ნადალს, პრობლემები შეექმნა.

ტაიბრეიკში ნადალმა 4 სეტპოინტი მოიგერია, თუმცა, საბოლოოდ წარმატებას მაინც მიაღწია. დაპირისპირება ჯამში თითქმის 3 საათი (2:57) გაგრძელდა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები