Thumbnail

კრივი | ლაშა გაგნიძე ჩემპიონია! 3 მედალი ახალგაზრდულ ევროპირველობაზე

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

საქართველოს მოკრივეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა მონტენეგროს ქალაქ ბუდვაში დასრულებული ევროპის ჩემპიონატი სამივე სინჯის თითო მედლით დაასრულა.

კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასვლა მოახერხა ლაშა გაგნიძემ (63.5 კგ.), რომელმაც ფინალში ბელარუსი მატვეი დავიდაუ დაამარცხა. გადამწყვეტი ორთაბრძოლა უკრაინელ აიდერ აბდურაიმოვთან და ვერცხლს დასჯერდა გიორგი საჯაია (54 კგ.), ხოლო მიხეილ ჟორჟოლიანი (71 კგ.) ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

გიორგი საჯაიამ ვერცხლის მედალი მოიპოვა

ცნობისთვის, გასულ ევროპირველობაში მონაწილეობას 38 ქვეყნის მოკრივეები იღებდნენ, რომელთა შორის 9 ქართველი იყო, თუმცა, არამ ხრიკიანი (57 კგ.), საბა ტყებუჩავა (60 კგ.), ლუკა ნიქაბაძე (67 კგ.), ირაკლი ჯანელიძე (75 კგ.), გიორგი დეკანოზიშვილი (80 კგ.) და ვანუჰ მანასიანი (60 კგ.) უმედლოდ დარჩნენ.

კომენტარები

ბოლო ამბები