Thumbnail

აფინანსებს, მაგრამ არ იცრება - იოზუა კიმიხის უცნაური საქციელი

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • მიუნხენის ბაიერნის ნახევარმცველი ამ დრომდე ვაქცინირებული არ არის
  • 26 წლის ფეხბურთელი პანდემიასთან ბრძოლაში აქტიურადაა ჩართული

მიუნხენის ბაიერნის ნახევარმცველი იოზუა კიმიხი ერთ-ერთია გუნდის იმ ხუთ ფეხბურთელს შორის, რომლებიც ამ დრომდე არიან კორონავირუსზე აცრილები. და ეს მაშინ, როდესაც 26 წლის გერმანელი ფეხბურთელი აქტიურად ებრძვის კოვიდპანდემიასა და ამისთვის თანხას არ იშურებს.

მას შემდეგ, კორონავირუსული ინფექცია მიუნხენელთა მთავარ მაწვრთნელს იულიან ნაგელსმანს დაუდგინდა, მედია კლუბში მოთამაშეთა ჯანმრთელობის მდგომარეობით სერიოზულად დაინტერესდა. 

აღსანიშნავია, რომ 2020 წელს კიმიხმა ბაიერნსა და გერმანიის ნაკრებში თანაგუნდელ ლეონ გორეტცკასთან ერთად, ინიციატივა We Kick Corona დააარსა, რომლის მიზანიც COVID-19-ით დაზარებული ადამიანიების დასახმარებლად, საქველმოქმედო ორგანიზაციებისთვის თანხის შეგროვება იყო. თავად გერმანელმა ფეხბურთელებმა თითო მილიონი ევრო გაიღეს.

როგორც ჩანს, იოზუა ვაქცინის უსაფრთხოებაში დარწმუნებული არ არის

კიმიხმა და გორეტცკამ კიდევ 500-500 ათასი ევრო UNICEF-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებულ გლობალურ კამპანიას გადაურიცხეს. საინტერესოა, რომ იოზუა მხარს უჭერს მოსახლეობის ვაქცინირებას, მაგრამ აცრაზე თავად უარს ამბობს, რადგან ვაქცინაციის შედეგებსა და უკუჩვენებებთან დაკავშირებული კვლევების პასუხებს ელოდება. 

კომენტარები

ბოლო ამბები