Thumbnail

ახალი კონტრაქტი UFC-ისთან - გიგა ჭიკაძე ტიტულისკენ მიიწევს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ქართველმა მებრძოლმა პრომოუშენთან ახალი ხელშეკრულება გააფორმა
  • 33 წლის სპორტსმენის მიზანი ტიტულისთვის ბრძოლის შანსის მიღებაა

UFC-ის მებრძოლმა გიგა ჭიკაძემ პრომოუშენთან ახალი ხელშეკრულება გააფორმა. ამის შესახებ 33 წლის სპორტსმენმა სოციალურ ქსელში დაწერა, სადაც მადლობა UFC-ის მატჩმეიკერ შონ შელბის, ლიგის პრეზიდენტ დანა უაითსა და მენეჯერ ალი აბდელ-აზიზს გადაუხადა. 

გიგა ჭიკაძე (14-2), მეტსახელად ნინძა, UFC-ში 2019 წლიდან გამოდის და მისი ეგიდით 7 ბრძოლა აქვს ჩატარებული, საიდანაც ყველა მოიგო. ბოლო შეხვედრა ჭიკაძემ აგვისტოში, ბრაზილიელ ედსონ ბარბოზასთან ჩაატარა. ლას ვეგასში გამართული დაპირისპირება ტურნირის UFC Vegas 35-ის მთავარი მოვლენა იყო და ის მესამე რაუნდში, ბარბოზას ტექნიკური ნოკაუტით დასრულდა. 

ამჟამად ქართველი მებრძოლი, რომელიც ნახევრდამსუბუქ წონაში გამოდის, UFC-ის რეიტინგში მე-8 ადგილზეა.

არსებული ინფორმაციით, გიგა ჭიკაძე უახლოეს ბრძოლას 2022 წლის 15 იანვარს, UFC-ის წლის პირველ ღონისძიებაზე ჩაატარებს და მისი მეტოქე ამერიკელი კელვინ კატარი იქნება. წარმატების შემთხვევაში გიგას საშუალება ექნება უკვე ტიტულისთვის ბრძოლაშიც ჩაებას.

 

კომენტარები

ბოლო ამბები