Thumbnail

ტოჩინოშინი ყურადღების ცენტრში | ქართველმა იოკოძუნას გამარჯვება დაჩრდილა 

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • 30 მაისს ტოჩინოშინი ოფიციალურად მიიღებს ოძეკის ტიტულს
  • ქართველი სუმოისტის პოპულარულობა იაპონიაში არნახულად გაიზარდა

ზაფხულის ბაშო დასრულებულია - იმპერატორის თასი კარიერაში მეხუთედ დიდმა მონღოლმა ჩემპიონმა კაკურიუმ მოიგო, თუმცა თამამად შეიძლება ითქვას, რომ ყურადღების ცენტრში არა იოკოძუნა, არამედ, ქართველი სეკივაკე ტოჩინოშინია, რომელმაც ბრწყინვალე ასპარეზობით მთელი იაპონია (და არა მარტო) მოხიბლა.

კოკა კოლას აქციაზე

ლევან გორგაძემ 13-2 ბალანსით ვიცე-ჩემპიონობა, 2 სპეციალური პრიზი და ოძეკის რანგში დაწინაურება დაიბევა. სუმოს ასოციაციამ ოფიციალურად აღიარა, რომ ნაცუ ბაშოს ყველაზე პოპულარული სუმოისტი სწორედ ტოჩინოშინი იყო. 

27-ში ბაშო დასრულდა, ხოლო 28-ში ტოჩინოშინმა პრესკონფერენცია მოაწყო, რომელსაც უამრავი ჟურნალისტი დაესწრო. ქართველი სუმოისტი 29-შიც ყურადღების ცენტრში იყო, რადგან Nippon Coca-Cola-ს აქციაზე ახალი სასმელი წარადგინა. 

30-ში კი მას ოფიციალურად დააწინაურებენ ოძეკის რანგში. სუმოს თემაზე გამომავალ ორივე ჟურნალში ტოჩინოშინი ივნისის ნომრების ყდაზეა. 

SUMO MAGAZINE-ის ყდის ზედა ნაწილზე ტოჩინოშინისა და ჰაკუჰოს ორთაბრძოლის ეპიზოდია გამოსახული და მხოლოდ ქვემოთ ვხედავთ კაკურიუს იმპერატორის თასით. 

SUMO-ს ყდაზეც ტოჩინოშინია, ოღონდ, კაკურიუსთან წაგებულ ბრძოლაში. სწორედ ამ ბრძოლამ გადაწყვიტა იმპერატორის თასის ბედი. შეგახსენებთ, რომ ქართველმა ტრავმით იჭიდავა. 

სუმოს ჟურნალები

SUMO MAGAZINE

სუმოს ჟურნალები

SUMO

რა იქნება მომავალში

მას მერე, რაც ტოჩინოშინი ოძეკი გახდება სუმოს სამყაროში დროებით შესვენება დადგება. 25 ივნისს კი ოფიციალურად გამოქვეყნდება ახალი ბანძუკე (რეიტინგ-ლისტი). წლის მეოთხე ბაშო, ნაგოიას ბაშო კი 8 ივლისს დაიწყება და 22 ივლისს დასრულდება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები