Thumbnail

'თავი სპორტის მინისტრი მეგონა' - ტუხელი მბაპესა და ნეიმარზე

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • თომას ტუხელმა გაძეტა დელო სპორტთან ვრცლად ისაუბრა
  • მან რომელუ ლუკაკუ, კილიან მბაპე და ნეიმარი შეადარა

თომას ტუხელი ჩელსიში მუშაობით კმაყოფილია. მან იტალიურ გაძეტა დელო სპორტთან საუბრისას აღნიშნა, რომ ჩელსიში მუშაობა დიდ სიამოვნებას ანიჭებს. ტუხელმა ვრცელ ინტერვიუში რომელუ ლუკაკუ კილიან მბაპესა და ნეიმარსაც შეადარა.

"ჩელსი და პარი სენ ჟერმენი ორი ერთმანეთისგან განსხვავებული კლუბი და ორგანიზაციაა. ჩელსიში თავს მშვიდად ვგრძნობ და აქ უამრავი ბედნიერი მომენტი მქონდა.

ლუკაკუს გაწვრთნა უფრო მარტივია, ვიდრე მბაპესა და ნეიმარის. პარიზში თავი სპორტის მინისტრი მეგონა, ფეხბურთელების გარდა, მათი ოჯახის წევრები და მეგობრებიც უნდა მეკონტროლებინა", - განაცხადა ტუხელმა.

ტუხელმა ლონდონურ გუნდთან ერთად უკვე მოიგო ჩემპიონთა ლიგა და უეფას სუპერთასი. გერმანელის გაწვრთნილმა ჩელსიმ ფინალში მანჩესტერ სიტის კაი ჰავერტცის გოლით აჯობა.

კომენტარები

ბოლო ამბები