Thumbnail
  • Voetbalnieuws გენტში 22 წლის ქართველი ნახევარცველის როლზე წერს
  • ჩაკვეტაძეს და მის გუნდს რთული გამოცდის ჩაბარება ჩემპიონატში ელით

ბელგიური მედია გიორგი ჩაკვეტაძის გენტს სტატიას უძღვნის, რომელშიც ყურადღება გუნდის ქართველ ნახევარმცველზეა გამახვილებული. 

ჰეინ ვანჰეზებრუკის გაწვრთნილმა გუნდმა ბოლოს კონფერენსლიგაში ითამაშა, სადაც ჯგუფში უშუალო მეტოქე ცრვენა ზვეზდას გასვლაზე ბელგრადში მინიმალური ანგარიშით მოუგო (1:0), ერთპიროვნულად გალიდერდა და პლეი ოფი გაინაღდა. ამ მატჩში 80 წუთი ითამაშა ჩაკვეტაძემ, რომელიც მოედანზე ერთ-ერთი გამორჩეული იყო.

ჩაკვეტაძე ტრავმებით გამოწვეული პაუზის შემდეგ ფორმაში შედის 

ახლა გენტს ბელგიის ჟუპილერ ლიგაში უწევს რთული გამოცდის ჩაბარება - კვირას, მე-12 ტურის შეხვედრაში სტუმრად გენკს დაუპირისპირდება. Voetbalnieuws გამოთქვამს ვარაუდს, რომ ჩაკვეტაძე ვადის ოჯიჯასთან ერთად, მოედანზე ერთ-ერთ მთავარ როლს იტვირთავს და გენტს შეეძლება თავისი კრეატიული ტანდემის იმედი კვლავაც ჰქონდეს.

"22 წლის პლეიმეიკერი 80 წუთის განმავლობაში აქტიურად მონაწილეობდა კომბინაციებში და როგორც ჩანს, საუკეთესო ფორმაში შედის. ახლა, როდესაც მის დისკვალიფიკაციას ანტვერპენთან მატჩში მიღებული წითელი ბარათის გამო ვადა გაუვიდა, ჩაკვეტაძეს, ოჯიჯასთან ერთად, კვლავაც შეეძლება გადამწყვეტი როლის შესრულება", - წერს წყარო.

ჩაკვეტაძეს კვირას სტუმრად გენკთან მოუწევს დაპირისპირება

ბელგიის ჟუპილერ ლიგაში გასული 11 ტურის შემდეგ, გენტს 14 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-12 პოზიციაზეა. გენკი 17 ქულით მეშვიდეა. გიორგი ჩაკვეტაძემ მიმდინარე სეზონში ბელგიის ჩემპიონატის 6 შეხვედრაში ითამაშა და 2 საგოლე პასით გამოირჩა. ქართველმა ფეხბურთელმა კიდევ 4 მატჩი კონფერენსლიგაზე ჩაატარა.

კომენტარები

ბოლო ამბები