Thumbnail

'უფრო ძლიერი დავბრუნდები' - ერლინგ ჰაალანდი ტრავმირებულია

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • დორტმუნდი უახლოეს მატჩებს ლიდერის გარეშე ჩაატარებს
  • ერლიგ ჰაალანდს ბარძაყის კუნთის ტრავმა აქვს

დორტმუნდის თავდამსხმელი ერლინგ ჰაალანდი ტრავმირებულია და რამდენიმე კვირის განმავლობაში ვერ ითამაშებს. ნორვეგიელ ფეხბურთელს ბარძაყის კუნთის დაზიანება აქვს და ლაზარეთში გადაინაცვლა.

ჯერჯერობით ზუსტი პერიოდი, რომელსაც ჰაალანდი გამოტოვებს, უცნობია. ფეხბურთელი იმედიანად არის განწყობილი და სარეაბილიტაციო კურსი უკვე დაიწყო.

"დროა ყურადღება ჩემს გამოჯანმრთელებაზე გავამახვილო. უფრო ძლიერ დავბრუნდები", - დაწერა ნორვეგიელმა სოციალურ ქსელში.

ჰაალანდმა ბოლოს ჩემპიონთა ლიგაზე ამსტერდამის აიაქსის წინააღმდეგ ითამაშა. მიმდინარე სეზონში 21 წლის ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე 10 თამაში ჩაატარა და 13 გოლი გაიტანა.

დორტმუნდი ბუნდესლიგის უახლოეს ტურში ბილეფელდის არმინიას დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები