Thumbnail

NBA-ის 2021/22 წლების სეზონი, რომელიც საიუბილეო, 75-ეა, დაწყებულია - მასში ორი ქართველი კალათბურთელი მიიღებს მონაწილეობას: ინდიანა პეისერსის ცენტრი გოგა ბითაძე, რომლისთვისაც ეს მესამე სეზონია და მილუოკი ბაქსის ახალბედა ფორვარდი სანდრო მამუკელაშვილი. წლების წინ ეს ორი კალათბურთელი ევროპის ტოპტალანტებად მიიჩნეოდა და სასიხარულოა, რომ ორივემ შეძლო მსოფლიოს საუკეთესო საკალათბურთო ლიგაში თამაში. 

შეგახსენებთ, რომ ზაზა ფაჩულიამ NBA-ის ხანგრძლივი, 16-წლიანი კარიერა 2019 წელს დაასრულა, ზუსტად იმ ზაფხულს აირჩიეს გოგა ბითაძე დრაფტზე. ასე რომ, კარგა ხანია, რაც ლიგაში ერთდროულად ორ ქართველს არ უთამაშია - 2014 წელს NBA-ში ზაზა ფაჩულია და თორნიკე შენგელია თამაშობდნენ, შემდეგ თორნიკე ევროპაში დაბრუნდა. 

2003-2004 წლებში NBA-ში ერთბაშად სამი ქართველი თამაშობდა: ვლადიმერ სტეფანია, ნიკოლოზ ცქიტიშვილი და ზაზა ფაჩულია. ამის გამეორების შანსი წლეულსაც იყო, მაგრამ სეზონის დაწყებამდე ერთი დღით ადრე დენვერმა გიორგი ბეჟანიშვილი გუნდიდან გაუშვა და ის დიდი ალბათობით, დენვერის სარეზერვო კლუბში, განვითარების ლიგაში ითამაშებს. 

NBA კი 109 უცხოელმა (არაამერიკელი) დაიწყო, რომლებიც ჯამში 39 ქვეყანას წარადგენენ და მათ შორის საქართველოცააა. ბუნებრივია, ყველაზე ცნობილი უცხოელები იანის ანტეტოკუნმპო, ლუკა დონჩიჩი, ნიკოლა იოკიჩი და სხვები არიან. სხვათა შორის, ამ სიაში არ შეუყვანიათ არასტანდარტული, ორმხრივი კონტრაქტის მქონე უცხოელები - სულ 12 მოთამაშე (მათ შორის მამუკელაშვილი). თუმცა ფაქტია, სანდრომ უკვე ითამაშა NBA-ში. ასე რომ, უცხოელთა რიცხვი, სულ მცირე, 110-ია. 

საინტერესო ფაქტები

🏀 NBA-ს 30 გუნდის განაცხადში 39 ქვეყნის 109 უცხოელია. სულ პირველ სეზონში (1946/47) 5 უცხოელი იყო. რეკორდი კი 2016/17 წლების სეზონში დამყარდა - 113.

🏀 ზედიზედ მე-8 სეზონია, რაც NBA-ში სულ მცირე, 100 უცხოელი თამაშობს.

🏀 ყველაზე მეტი უცხოელი ტორონტოს შემადგენლობაშია - 10. 7-7-ია დალასსა და ოკლაჰომაში. 

🏀 NBA-ში 13 აფრიკელი კალათბურთელი ითამაშებს. აქედან 5 ნიგერიელია. 

🏀 ყველაზე მეტი უცხოელი კანადელია - 18. 7-7 წარმომადგენელი ჰყავთ საფრანგეთსა და გერმანიას. ისეთ პატარა ქვეყანას, როგორიც ბაჰამის კუნძულებია, NBA-ში 3 წარმომადგენელი ჰყავს. 

🏀 ბოლო ოლ სტარზე 6 უცხოელი შეიყვანეს, ესეც რეკორდია. ბერძენმა ანტეტოკუნმპომ კი ბილ რასელის ტროფეი მოიგო, როგორც ფინალების MVP -მ. 

🏀 სულ 13 უცხოელია, რომელთაც ერთხელ მაინც უთამაშიათ ოლ სტარში.

🏀 საქართველოდან NBA-ში 7 კალათბურთელი აირჩიეს, 6-მა კი ითამაშა (ვიქტორ სანიკიძის გარდა). 

გამოკითხვა

ვინ გახდება NBA-ს ჩემპიონი?

  • ბრუკლინი
  • ლეიკერსი
  • მილუოკი
  • გოლდენ სტეიტი
  • იუტა
  • კლიპერსი
  • დენვერი
  • სხვა გუნდი

კომენტარები

ბოლო ამბები