Thumbnail
  • ალჯამეინ სტერლინგმა პიოტრ იანთან მატჩ-რევანშზე უარი განაცხადა
  • ამერიკელმა მებრძოლმა მიღებული გადაწყვეტილების მიზეზზე ისაუბრა
  • UFC-ის ჩემპიონმა აღაირა, რომ მერაბ დვალიშვილმა სპარინგში დაჩაგრა   

UFC-ის ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი თავის მეგობარს, ალჯამეინ სტერლინგს დაეხმარა იმის დადგენაში, რომ ეს უკანასკნელი არ იყო მზად პიოტრ იანთან ბრძოლისთვის, რომლის გამართვაც 30 ოქტომბერს აბუ დაბიში, UFC 267-ზე იგეგმებოდა. 

ქვემსუბუქ წონაში UFC-ის ამერიკელი ჩემპიონი ქართველ მებრძოლთან მეგობრობს და მასთან ერთად ვარჯიშობს. ახლახან სტერლინგმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღიარა, რომ რუს პიოტრ აიანთან სარევანშო ბრძოლაზე უარი იმის გამო თქვა, რომ მერაბმა ის საწვრთნელ სპარინგში ძალიან დაჩაგრა. 

"მწვრთნელმა რეი ლონგომ მითხრა: "ბიჭო, საუკუნეა გაღიმებული აღარ მინახიხარ". ვუპასუხე, რომ სასაცილოდ სულაც არ მქონდა საქმე, რადგან სპარინგში გავილახე. ვიცი, რომ მერაბი მაგარია და ჩვენ ყოველთვის ვმართავთ ხოლმე ბრძოლას, მაგრამ ასეთი გამოკვეთილი უპირატესობა მას აქამდე არ ჰქონია, - იხსენებს სტერლინგი. - რეიმ მითხრა: "ჰო, მაგრამ ხომ იცი, მერაბი პიკშია". ვუპასუხე: "ვიცი, მაგრამ წარსულშიც, როდესაც ის პიკში იმყოფებოდა, ასე ერთმნიშვნელოვნად ჩემს გალახვას ვერ ახერხებდა. აშკარაა, რომ რაღაც ისე ვერ არის". და ამის შემდეგ მივედით დასკვნამდე, რომ ორთაბრძოლიდან ჩახსნა ჯობდა". 

მერაბ დვალიშვილს UFC-ში ზედიზედ 7 გამარჯვება აქვს

შეგახსენებთ, რომ 7 მარტს, ალჯამეინ სტერლინგმა UFC-ის ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლა პიოტრ აიანს დიკვალიფიკაციით მოუგო. ახლახან კი სტერლინგმა იანთან მატჩ-რევანშზე უარი თქვა, რაც იმით ახსნა, რომ ოპერაციის შემდეგ სრულად აღდგენა ვერ მოასწრო. შედეგად რუს მებრძოლს ამერიკელ კორი სენჰაგენთან დაუნიშნეს შეხვედრა, რომელშიც UFC-ის ქვემსუბუქი წონის დროებითი ჩემპიონის ქამარი გათამაშდება. 

სხვათა შორის, გასულ ზაფხულს მერაბ დვალიშვილმა ალჯამეინ სტერლინგს საქართველოში უმასპინძლა. 

მერაბ დვალიშვილს UFC-ში უკვე 9 ბრძოლა აქვს ჩატარებული, საიდანაც 7 მოიგო. ბოლოს 30 წლის ქართველი მებრძოლი ოქტაგონზე სექტემბრის ბოლოს, ბრაზილიელი მერლონ მორაეშის წინააღმდეგ გავიდა და გაიმარჯვა, რის შემდეგაც რეიტინგში მე-6 ადგილამდე დაწინაურდა.

კომენტარები

ბოლო ამბები