Thumbnail

ნაგელსმანი თვითიზოლაციაშია - ბაიერნის მწვრთნელს კორონავირუსი დაუდასტურდა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

მიუნხენის ბაიერნის მთავარ მწვრთნელ იულიან ნაგელსმანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამ ინფორმაციას გერმანული გრანდის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.

“ნაგელსმანმა კორონავირუსზე დადებითი ტესტი ჩააბარა, მიუხედავად იმისა, რომ მას აცრის კურსი გავლილი ჰქონდა. ის მიუნხენში გუნდისგან ცალკე დაბრუნდება, რის შემდეგაც თვითიზოლაციაში გადავა”, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ნაგელსმანი გუნდთან ერთად იმყოფებოდა ლისაბონში, სადაც ბაიერნმა ჩემპიონთა ლიგუს ეგიდით ბენფიკას 4:0 სძლია, თუმცა, ის სათადარიგოთა სკამზე არ გამოჩენილა. იულიანის ნაცვლად მიუნხენელებს ასისტენტი დინო ტოპმიოლერი ხელმძღვანელობდა.

კომენტარები

ბოლო ამბები