Thumbnail

GOD OF WAR | ყველაზე რეიტინგული თამაში PC-ის ვერსიაზე 14 იანვარს გამოვა

ვასილ ჩავლეშვილი პროფილის ფოტო
ვასილ ჩავლეშვილი
  • თამაში PlayStation 4-ის ისტორიაში ყველაზე გაყიდვადია
  • ახალ ვერსიას ექსკლუზიური ფუნქციები ემატება
  • ყველაფერი რაც GOD OF WAR-ის შესახებ უნდა იცოდეთ

თამაში God of War,  რომელიც სათავგადასავლო ჟანრს მიეკუთვნება, 2018 წელს, PlayStation 4-ის პლატფორმაზე გამოვიდა და მალავე დაიპყრო გეიმერიების გულები. ვიდეოთამაშის შექმნაზე Santa Monica Studio-მ იზრუნა, ხოლო იაპონურმა კომპანიამ Sony Interactive Entertainment (SIE) ის მსოფლიოს მასშტაბით გაავრცელა, რამაც არნახული წარმატება მოიტანა. 

თამაში სკანდინავიურ მითოლოგიაზეა დაფუძნებული, მოქმედება მიდგარდის სამეფოში ხდება, რომელშიც კრატოსი - ყოფილი ბერძენი ომის ღმერთი და მისი მცირეწლოვანი შვილი ატრეუსი ფიგურირებენ. კრატოსის მეორე ცოლისა და ატრეუსის დედის გარდაცვალების შემდეგ, ისინი უკანანასკნელი თხოვნის შესასრულებლად მიდიან, რომელიც ცხრა სფეროს უმაღლეს მწვერვალზე ასვლას და ფერფლის გავრცელებას გულისხობს. გზად კი მათ უამრავი დაბრკოლების გადალახვა სკანდინავიური სამყაროს ურჩხულებთან და ღმერთებთან გამკლავება უწევთ.

God of War-მა საყოველთაო აღიარებას, მისი ისტორიით, დიზაინით, გრაფიკით, საბრძოლო ხელოვნებითა და პერსონაჟების დინამიკით მიაღწია. აღსანიშნავია, მუსიკა, რომელიც თამაშის ქრონოლოგიას შესანიშნავად ერგება. თამაშმა Metacritic-ის მიმოხილვაში უმაღლესი შეფასება მიიღო და ის გახდა ყველაზე მაღალრეიტინგული ვერსია PlayStation 4-ის ისტორიაში. God of War-ის პოპულარობა კომერციულ მხარეზეც აისახა, მისი გამოსვლიდან ერთი თვის შემდეგ 5 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა, ხოლო 2021 წლის მონაცემებით, გაყიდვების რაოდენობამ 19 მილიონს გადააჭარბა. 

God of War-ის ჯილდოების ჩამონათვალის სია ძალიან დიდია, მათ შორისა: 15th British Academy Games Awards, 19th Game Developers Choice Awards და 22nd Annual D.I.C.E. Awards, რომლის მიხედვითაც ის წლის საუკეთესო თამაშის ნომინაციაში გამარჯვებული გახდა. გარდა ამ აღიარებებისა, თამაშმა დიზაინის, გრაფიკისა და მუსიკის კატეგორიებშიც გაიმარჯვა.

გულშემატკივრების დაჟინებული მოთხოვნის შედეგად, საკულტო თამაში PC-ის ვერსიაზე 2022 წლის 14 იანვარს გამოვა, რომელშიც რამდენიმე ექსკლუზიური ფუნქცია დაემატება, მათ შორისაა, ეკრანის სივრცის გაუმჯობესებული ასახვა, 4K რეზოლუცია, ჩრდილების მაღალი გარჩევადობა და ულტრა ფართო მონიტორის მხარდაჭერა. 

Santa Monica Studio აქტიურად თანამშრომლობს NVIDIA-სთან, რათა ტექნოლოგია DLSS და NVIDIA Reflex დანერგოს, რომელიც მაუსისა და კლავიატურის, ასევე DualShock 4-სა და DualSense-ს მართვას დაუჭერს მხარს.

თამაშის PC-ის ვერსიის შეძენის შემთხვევაში, მოთამაშეები საჩუქრად Deluxe Edition-ის სკინებს მიიღებენ:

Death’s Vow Armor Sets for Kratos and Atreus
Exile’s Guardian Shield Skin
Buckler of the Forge Shield Skin
Shining Elven Soul Shield Skin
Dökkenshieldr Shield Skin

კომენტარები

ბოლო ამბები