Thumbnail

გამოსასყიდი 1 მილიარდი ევროა - ანსუ ფატი ბარსელონაში დიდი ხნით დარჩა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ანსუ ფატი ბარსელონაში 2027 წლის ზაფხულამდე ითამაშებს
  • 18 წლის ფეხბურთელს კლუბი სამომავლო გეგმებს უკავშირებს

ბარსელონამ ანსუ ფატის ახალი კონტრაქტი გაუფორმა. როგორც კატალონიური გუნდის ვებგვერდი იტყობინება, ნიჭიერი ფეხბურთელი კამპ ნოუზე 2027 წლის ზაფხულამდე დარჩება.

ფატის ძველი ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურებოდა. აღსანიშნავია, რომ 18 წლის ესპანელის გამოსასყიდი თანხა 1 მილიარდი ევრო იქნება. საინტერესოა, რომ ბარსამ რამდენიმე დღის წინ ახალი კონტრაქტი პედრისაც გაუფორმა და ამ შემთხვევაშიც გამოსასყიდ თანხად 1 მილიარდი განისაზღვრა.

"ბარსელონამ შეთანხმებას მიაღწია ანსუ ფატისთან კონტრაქტის 2027 წლის 30 ივნისამდე განახლების შესახებ. ფეხბურთელის გათავისუფლების პუნქტი განისაზღვრა 1 მილიარდი ევროთი", - წერია განცხადებაში.

ანსუ ფატი ბარსელონას აღზრდილია და მთავარ გუნდში 2019 წლიდან თამაშობს. მას შემდეგ მან 48 მატჩში 15 გოლი გაიტანა. კლუბმა ფატის დიდი ნდობა გამოუცხადა, როდესაც ლიონელ მესის წასვლის შემდეგ 10-ნომრიანი მაისური გადასცა.

კომენტარები

ბოლო ამბები