Thumbnail
  • ბარსელონა 1:0 დინამო კ. | 1:0 პიკე (36)
  • ზალცბურგი 3:1 ვოლფსბურგი | 1:0 ადეიემი (3), 1:1 ნმეჩა (15), 2:1, 3:1 ოკაფორი (65, 77)

ჩემპიონთა ლიგაზე E და G ჯგუფებში მე-3 ტურში დღის ადრეული მატჩები გაიმართა. ბარსელონამ კიევის დინამოს "კამპ ნოუზე" უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. 36-ე წუთზე ალბას ჩაწოდების შემდეგ ანგარიში ჟერარდ პიკემ გახსნა. ეს ბარსას პირველი ქულებია ჩემპიონთა ლიგის წლევანდელ გათამაშებაში. კუმანის გუნდი 3 ქულით მესამე ადგილზეა, დინამო კიევი 1 ქულით ბოლოა. ამავე ჯგუფში მიუნხენის ბაიერნი ლისაბონში ბენფიკას სტუმრობს. 

ნოა ოკაფორმა დუბლი შეასრულა

ზალცბურგმა ვოლფსბურგს უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა. 20 წლის ნიკოლას ზაივალდის ბრწყინვალე პასის შემდეგ 19 წლის კარიმ ადეიემიმ ანგარიში გახსნა, მაგრამ 4 წუთში სტუმრებმა გაათანაბრეს - კუთხურის შემდეგ გოლი 22 წლის ლუკას ნმეჩამ გაიტანა. მე-2 ტაიმში 21 წლის ნოა ოკაფორმა დამატებაზე იყოჩაღა და ზალცბურგი დააწინაურა. მალე მანვე დუბლი შეასრულა და მატჩის ბედიც გადაწყვიტა. ზალცბურგი 7 ქულით ჯგუფის ლიდერია, ვოლფსბურგს 2 ქულა დარჩა. ამავე ჯგუფში საფრანგეთის ჩემპიონი ლილი სევილიას მასპინძლობს. 

E ჯგუფი

ბარსელონა 1:0 დინამო კიევი

გოლები: 1:0 პიკე (36)

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - მინგესა (46. კოუტინიო), პიკე, ლონგლე, ალბა - გავი (69. სერხი რობერტო), ბუსკეტსი, ფ. დე იონგი - დესტი, ლ. დე იონგი (46. ფატი), დეპაი (75. აგუერო)

G ჯგუფი

ზალცბურგი 3:1 ვოლფსბურგი

გოლები: 1:0 ადეიემი (3), 1:1 ნმეჩა (15), 2:1 ოკაფორი (65), 3:1 ოკაფორი (77)

კომენტარები

ბოლო ამბები