Thumbnail

ფიგურული სრიალი | ქართველი მოციგურავეები გრან პრის ეტაპებზე გამოვლენ

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ყინულზე მორის ყვითელაშვილი და მარია კაზაკოვა-გიორგი რევიას წყვილი გავლენ
  • სეზონი სტარტს 22 ოქტომბერს ლას ვეგასში (აშშ) დაგეგმილი ტურნირით აიღებს

22 ოქტომბრიდან ლას ვეგასში (აშშ) სტარტს აიღებს ფიგურულ ციგურაობაში გრან პრის ეტაპები სენიორებს შორის. შარშან ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე ტურნირები არ ჩატარებულა, ახალ სეზონზე კი, რეიტინგულ სპორტსმენებს თავის გამოჩენის საშუალება ისევ მიეცემათ.

სასიხარულოა, რომ ფიგურული ციგურაობის ვარსკვლავებს შორის ქართველ სპორტსმენებსაც ვიხილავთ: 29-31 ოქტომბერს ვანკუვერში (კანადა) გამოვა მორის ყვითელაშვილი, ხოლო ბოლო მე-6 ეტაპზე  სოჭში (რუსეთი) მის გარდა, მარია კაზაკოვა-გიორგი რევიას მოცეკვავე წყვილიც გამოჩნდება.

მარია კაზაკოვა და გიორგი რევია

ცნობისთვის, გრან პრის თითოეულ ეტაპზე ყველა კატეგორიაში მაქსიმუმ 12 მონაწილე დაიშვება, საუკეთესო ექვსეულები (კაცებში, ქალებში, სპორტულ ცეკვებსა და სპორტულ წყვილებში) კი ფინალურ ეტაპზე იასპარეზებენ. გრან პრის ეტაპის მოგებისთვის საპრიზო თანხა 18 ათასი დოლარია.

სრული განრიგი ასე გამოიყურება: 22-24 ოქტომბერი – ლას ვეგასი (აშშ), 29-31 ოქტომბერი – ვანკუვერი (კანადა), 5-7 ნოემბერი – ჩონგქინგი (ჩინეთი), 12-14 ნოემბერი – ტოკიო (იაპონია), 19-21 ნოემბერი – გრენობლი (საფრანგეთი), 26-28 ნოემბერი – სოჭი (რუსეთი).

უკვე ცნობილია, რომ ვანკუვერის ეტაპზე ყვითელაშვილს მეტოქეობა არაერთ სახელოვან მოციგურავესთან მოუწევს. მორისის გარდა, ყინულზე გავლენ: კიგან მესინგი, კონრად ორზელი, რომან რადოვსკი (ყველა – კანადა), კეიჯი ტანაკა, სოტა იამამოტო (ორივე – იაპონია), მაკარ იგნატოვი, ალექსანდერ სამარინი, ევგენი სემენენკო (ყველა – რუსეთი), ჯეისონ ბრაუნი, ნათან ჩენი, ტომოკი ჰივატაში (ყველა – აშშ).

კომენტარები

ბოლო ამბები