Thumbnail

'მენტალურად დაღლილია' - თომას ტუხელი რომელუ ლუკაკუს უგოლო სერიაზე

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • რომელუ ლუკაკუს თვეზე მეტია, ჩელსიში გოლი არ გაუტანია
  • თომას ტუხელმა ბელგიელის მშრალ სერიაზე კომენტარი გააკეთა

ლონდონის ჩელისის თავდამსხმელ რომელუ ლუკაკუს მშრალი სერია აქვს, რადგან კლუბში თვეზე მეტია, გოლი არ გაუტანია. ბელგიელი ფორვარდის სათამაშო ფორმაზე "არისტოკრატების" მთავარმა მწვრთნელმა თომას ტუხელმა კომენტარი გააკეთა.

როგორც გერმანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, ლუკაკუს მენტალური პრობლემა აქვს, რაც ბელგიის ნაკრებში ბევრი მატჩებით ახსნა.

"ვფიქრობ, რომ მან ზაფხულში ძალიან ბევრ მატჩში მიიღო მონაწილეობა, თუნდაც ეროვნულ ნაკრებთან ერთად ბოლოს ერთა ლიგის ჩათვლით. მისთვის ბევრს ნიშნავს ბელგიის ნაკრებში თამაში, ამიტომ, იქ თამაშს ძალიან სერიოზულად უდგება. ცოტა მენტალურად დაღლილია, ამის არ გვეშინია, მაგრამ აშკარაა, რომ სწორი მენტალობით ვერ თამაშობს", - თქვა ტუხელმა.

ლუკაკუმ ჩელსის მაისურით ბოლოს გოლი 14 სექტემბერს, ზენიტის კარში გაიტანა და მთლიანობაში ლონდონურ გუნდში 10 თამაშში მხოლოდ 4 გოლი აქვს გატანილი. თუმცა, ბელგიის ნაკრების რიგებში 7 ოქტომბერს, ერთა ლიგის ნახევარფინალში საფრანგეთის წინააღმდეგ თავის გამოჩენა მოახერხა.

კომენტარები

ბოლო ამბები