Thumbnail

'სამივე მეტოქე შესწავლილი გვყავს' - U17 საქართველოს საკვალიფიკაციო მატჩები ელის

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'შემიძლია თამამად ვთქვა, რომ არცერთ მოწინააღმდეგეს ჩვენთან იოლი მატჩი არ ექნება'
  • საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მეტოქეები: უნგრეთი, ისლანდია და ესტონეთი

საქართველოს 17-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებისთვის ემზადება, რომელსაც 22-დან 28 ოქტომბრამდე უნგრეთი უმასპინძლებს. საქართველო მე-4 შესარჩევ ჯგუფშია და მასპინძელი უნგრეთის გარდა, მეტოქეებად ისლანდია და ესტონეთი ეყოლება.

გიორგი ჩიტაურის გუნდი ტურნირზე 21 ფეხბურთელით იქნება წარდგენილი. ნაკრებს საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფურ ეტაპზე დინამო თბილისის ნახევარმცველები ნიკოლოზ ნინიძე და გიორგი რობაქიძე ვერ დაეხმარებიან. ნინიძე მოახლოებულ მატჩებს ტრავმის გამო გამოტოვებს, ხოლო რობაქიძეს შეკრების დაწყებამდე ჩოვიდ-19 დაუდასტურდა.

გიორგი ჩიტაური (U17 საქართველოს მწვრთნელი): “ნაყოფიერი შეკრება გამოგვივიდა. სამივე მეტოქე შესწავლილი გვყავს – ისლანდია ძალისმიერი გუნდია, ფიზიკურად ძლიერები არიან, უნგრეთი შედარებით უფრო ტექნიკურ ფეხბურთს თამაშობს, ხოლო რაც შეეხება ესტონეთს, ისინი უფრო სტანდარტული სიტუაციების სწორად გამოყენებაზე აკეთებენ აქცენტს. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ არცერთ მოწინააღმდეგეს ჩვენთან იოლი მატჩი არ ელის”.

გიორგი ჩიტაურის გუნდი უნგრეთში ითამაშებს
📷 | საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები

მეკარეები: სოსო კოპალიანი (ლოკომოტივი თბილისი), გიორგი ბედიაშვილი (სფფ-ის აკადემია), რევაზ კურტანიძე (საბურთალო).

მცველები: ალექსანდრე ნარიმანიძე, გიორგი ტაბატაძე (ორივე – საბურთალო), გელა სადღობელაშვილი (სფფ-ის აკადემია), საბა ხარჩილავა, აკაკი გიუნაშვილი, თენგო გობეშია (ყველა – დინამო თბილისი).

ნახევარმცველები: თენგო ალიბეგაშვილი, გაბრიელ სიგუა, ამინ კარაევი, ლუკა პარკაძე (ყველა – დინამო თბილისი), ალექსანდრე ჩიხაძე (მერანი მარტვილი), ნიკოლოზ ცეცხლაძე, ლაშა გადილია, ალეკო ბასილაძე (ყველა – სფფ-ის აკადემია), გივი ხაჩიძე (საბურთალო), დემეტრე ციკოლია (35-ე სკოლა).

თავდამსხმელები: გიორგი პარკინაშვილი (35-ე სკოლა), გიორგი ფარცვანია (დინამო თბილისი).

ტურნირის განრიგი

22 ოქტომბერი: საქართველო – ისლანდია
25 ოქტომბერი: უნგრეთი – საქართველო
28 ოქტომბერი: ესტონეთი – საქართველო

კომენტარები

ბოლო ამბები