Thumbnail

ახალი კონტრაქტი ანსუ ფატის - მისი გამოსასყიდი ფასი 1 მილიარდი იქნება

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ანსუ ფატი ბარსელონასთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს
  • 18 წლის შემტევის მოქმედი ხელშეკრულება სეზონის ბოლოს იწურება

ბარსელონა ანსუ ფატისთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს. "სპორტის" ინფორმაციით, კატალონიური გუნდის ხელმძღვანელობა ფეხბურთელის აგენტს, ჟორჟე მენდეშს შეხვდა და მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს.

ფატი ბარსელონასთან კონტრაქტს 2027 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივებს, ხოლო ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 1 მილიარდი ევრო იქნება. 18 წლის შემტევ ნახევარმცველს ბარსასთან ჯერ კიდევ მოქმედი კონტრაქტი სეზონის ბოლოს, დამდეგი წლის 30 ივნისს ეწურება.

ეს ინფორმაცია ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმაც დაადასტურა: "მე მითხრეს, რომ ბარსელონა ახლოს არის ანსუ ფატის კონტრაქტის განახლებასთან, რადგან ჩვენ ვსაუბრობ ბიჭზე, რომელსაც კლუბის მომავლის დაწერა შეუძლია".

აღსანიშნავია, რომ ბარსელონამ ცოტა ხნის წინ კიდევ ერთ ნიჭიერ ფეხბურთელს, პედრის გაუხანგრძლივა ხელშეკრულება და მისი გამოსასყიდი ფასიც 1 მილიარდი ევროა.

ანსუ ფატი ბარსელონაში 2019 წლიდან თამაშობს და მას შემდეგ 47 მატჩში 15 გოლის გატანა მოახერხა. ესპანეთის ნაკრებში ანსუს 4-ჯერ უთამაშია და გოლი ერთხელ გაიტანა.

კომენტარები

ბოლო ამბები